1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის უკვე დადასტურებული ფაქტი -რატი ბრეგაძე
სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის უკვე დადასტურებული ფაქტი -რატი ბრეგაძე

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის უკვე დადასტურებული ფაქტი -რატი ბრეგაძე

294
0

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის უკვე დადასტურებული ფაქტი, დანარჩენი შეფასება უკვე შემდგომში უნდა გააკეთოს პარლამენტმა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს, პრეზიდენტი თუ გააგრძელებს ვიზიტებს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების ფონზე, როგორი იქნება მინისტრის შეფასება.

„ამასთან დაკავშირებით გავაკეთე ერთი შეფასება, რომ ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის უკვე დადასტურებული ფაქტი. დანარჩენი შეფასება უკვე შემდგომში უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, ბრეგაძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი, მას შემდეგ, რაც აღარ იქნება პრეზიდენტი, გამოხატავს სურვილს, რომ იყოს პოლიტიკურად აქტიური, გახდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, ეს იქნება მისი ნება.

„პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. შესაბამისად, სახელმწიფოში, როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები, იქ შეუძლებელია, ვინმემ ისაუბროს დეპოლარიზაციაზე, არცერთ ლოგიკაში არ ჯდება, რომ იმპიჩმენტის საკითხი დავუკავშიროთ დეპოლარიზაციას. დეპოლარიზაციაში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები და პრეზიდენტი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ დეპოლარიზაციაზე საუბარი იყოს პრეზიდენტთან რაიმე კავშირში. როდის დაესხა პრემიერი თავს პრეზიდენტს? დასაბუთება უნდა წაიკითხოთ, თავდასხმა რა შუაშია. კონკრეტულად პრემიერის განცხადებაში სად ნახეთ თავდასხმა? ამ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება აქვს ყველას, ვინც დააკმაყოფილებს შესაბამის წინაპირობებს. თუ პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც აღარ იქნება პრეზიდენტი, გამოხატავს სურვილს, რომ იყოს პოლიტიკურად აქტიური, გახდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, ეს იქნება მისი ნება, ამაში რა პრობლემაა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ სადაც მოინდომებს ადამიანი, რომ იყოს მას შემდეგ, რაც აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, იქ შეუძლია, გააგრძელოს მოღვაწეობა, იქნება ეს პოლიტიკა, ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი, მეცნიერება თუ სხვა, ეს არის მისი გადასაწყვეტი“, – განაცხადა ბრეგაძემ.