1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

310
0

სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე.

 

იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, სამხედრო პატივით, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.