ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში გამამხნევებელი კომენტარები დაუტოვა.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხვიჩას კუმირის, რონალდოსია:
„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირად ის ბრძოლებია, რომლებსაც ვერავინ ხედავს. ეს გრძნობა კარგად ვიცი, კვარა. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რამ მოგიყვანა აქამდე და არ მისცე რთულ მომენტს უფლება, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგაპაროს. შეინარჩუნე ეს ცეცხლი. შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის", - დაწერა რონალდომ.
ლუკა ლოჩოშვილი: მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ შენს გვერდით ვართ.
ბუდუ ზივზივაძე: მიყვარხარ კაპიტანო. მალე დაგვიბრუნდები უფრო ძლიერი.
სოსო ნებიერიძე: შენს გვერდით ვართ.
ფერან ტორესი: ძმაო, ყოველთვის შენთან ვარ.
დონარუმა: წინ, ჩემო მეგობარო! ჩვენ შენთან ვართ!
adidasfootball: როცა დაბრუნდები, შენ გვერდით ვიქნებით. მთელი სიყვარული შენ;
სიმეონე: მტკიცედ იყავი, ძმაო!
„ამ ოქროს ბიჭს 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავს და ამ პოსტს მხოლოდ ქართულად წერს, მხოლოდ თავის 3.5 მილიონ ადამიანს მიმართავს და ჰპირდება, რომ ამ მოცემულობასაც ღირსეულად გაუმკლავდება, იშრომებს და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.
ჩვენი ძვირფასი.. უძვირფასესი სიყვარულის ბიჭი!
ხვიჩა, მადლობა ყველაფრისთვის აქამდე და კიდე მომავლისთვის, რომელსაც შენთან ერთად დაველოდებით სულმოუთქმენლად."
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან" შეხვედრისას მიიღო. „პარი სენ-ჟერმენმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.
მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვეს გამოტოვებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
