1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

296
0

ვერძი

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. მოგვიანებით შეიძლება მის გამო ინანოთ, მაგრამ სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა აუცილებლად გექნებათ. იღბლის იმედად ნუ იქნებით – უმჯობესია საკუთარი არჩევანის ერთგული დარჩეთ. ხელსაყრელი დღეა კუროსთან ურთიერთობისთვის. თავი შეიკავეთ კირჩხიბთან ურთიერთობისგან.

კურო

ერთია ადამიანის დასამშვიდებლად სიტყვების პოვნა და სულ სხვაა, თავად გჯეროდეს ამ სიტყვების. ეცადეთ, მაქსიმალურად გულწრფელი იყოთ მათთან, ვისაც ეს სჭირდება. ხელსაყრელი დღეა სასწორთან ურთიერთობისთვის. თავი შეიკავეთ მერწყულთან ურთიერთობისგან.

ტყუპები

ტყუპებო, წარსულის შეცდომების მიუხედავად, იმსახურებთ ადამიანს, რომელიც შეგიყვარებთ და გაგაღმერთებთ. მიეცით ადამიანებს თქვენთან დაახლოების უფლება. თუ ნაჭუჭში ჩაიკეტებით, შეიძლება მთელი ცხოვრება მარტოსულად დარჩეთ. ხელსაყრელი დღეა თევზებთან ურთიერთობისთვის, ამ დღეს ლომებს უნდა მოერიდოთ.

კირჩხიბი

წარსულში დაბრუნების ნუ გეშინიათ. საშიში ძველი შეცდომების გამეორებაა. ამ დღეს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ იმავე ხაფანგში არ გაებათ, რომელშიც უკვე მოგიწიათ ყოფნა. ხელსაყრელი დღეა თხის რქებთან ურთიერთობისთვის, ამ დღეს ლომებს უფრთხილდით.

ლომი

ლომებო, უნდა გესმოდეთ, რომ ვალდებული არ ხართ გამუდმებით ყველას ეხმარებოდეთ და ვიღაცის „მაშველი რგოლი“ იყოთ. ნუ ცდილობთ „ნემსის ყუნწში გაძვრეთ“, რათა ვიღაცას მოეწონოთ. უნდა გესმოდეთ, რომ ადამიანად არა სხვების დახმარება, არამედ რეალური, ნამდვილი ემოციები გვაქცევს. ხელსაყრელი დღეა თევზებთან ურთიერთობისთვის, ამ დღეს კირჩხიბებს უნდა მოერიდოთ.

ქალწული

დროა, საკუთარი თავისთვის დრო გამონახოთ. მოიწყვეთ დამსახურებული დასვენების დღე, კარგად გამოიძინეთ, გემრიელად ისადილეთ და საყვარელი ფილმით დატკბით. გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა უაღრესად მნიშვნელოვანია წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის. საუკეთესო დღეა ვერძთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს ლომს ნუ გაანაწყენებთ.

სასწორი

შესანიშნავი დღეა თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულებისთვის! ეცადეთ, იღბალი ხელიდან არ დაგისხლტეთ. ხელსაყრელი დღეა ქალწულთან ურთიერთობისთვის, სამაგიეროდ, ლომებს უნდა ერიდოთ.

მორიელი

დილიდან სტრესული სიტუაცია და ნერვიულობა გელით. თქვენს ორგანიზმში სტრესის დონე ნორმას აჭარბებს, ამიტომ ეცადეთ დატვირთვა შეამციროთ. ხელსაყრელი დღეა კუროსთან ურთიერთობისთვის, კირჩხიბებთან ურთიერთობას უნდა მოერიდოთ.

მშვილდოსანი

დასვენებისთვის იდეალური დღეა. ყველა საქმე თავისთავად, თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდება. თამამად შეგიძლიათ სამუშაო რეჟიმი პაუზაზე გადაიყვანოთ – ამ დღეს არავინ შეგაწუხებთ. ხელსაყრელი დღეა ტყუპებთან ურთიერთობისთვის, სამაგიეროდ, ვერძებს უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

ამ დღეს განმარტოების სურვილი გაგიჩნდებათ. ეცადეთ, სიტყვები ფრთხილად შეარჩიოთ, რათა უნებურად ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. უფრო კარგი იქნება, თუ საერთოდ გაჩუმდებით. ხელსაყრელი დღეა კირჩხიბებთან ურთიერთობისთვის, კუროებს კი უნდა ერიდოთ.

მერწყული

ამ დღეს სახით შეეჯახებით რეალობას, რომელიც არ მოგწონთ. სავარაუდოდ, შექმნილ ვითარებას გააპროტესტებთ და რეალობის აღქმაზე უარს იტყვით. ხელსაყრელი დღეა თევზებთან ურთიერთობისთვის, საკუთარი ნიშნის წარმომადგენლებისგან კი დღეს თავი შორს დაიჭირეთ.

თევზები

თევზებო, თქვენი პრობლემა ის არის, რომ წარსულს ვერ დაემშვიდობეთ. წარსული ტვირთივით თავზე გაწევთ და და თქვენ მისგან გათავისუფლებასაც კი არ ცდილობთ. დაფიქრდით, იქნებ დროა იმოქმედოთ? ხელსაყრელი დღეა მერწყულთან ურთიერთობისთვის, კუროებს კი მოერიდეთ.