1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება
სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

171
0

10 დეკემბრის ჩათვლით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

 

ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.

 

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს, 5 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო გახდა. მოგვიანებით ამ ვადამ 30 ნოემბრამდე გადაიწია.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 5 დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის ისევ უფასო იქნება