1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოს უნდა გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება”-სააკაშვილი
“სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოს უნდა გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება”-სააკაშვილი

“სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოს უნდა გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება”-სააკაშვილი

361
0

სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება – ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ამ დიდ ომში, ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს  ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოსკოვი აპირებს, უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და „ამისათვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს“.

 

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას მხარს ვუჭერ.

ჩემი აზრით, რუსული გადატრიალების წინააღმდეგ ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს და ასევე, დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან. სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოლდოვაში ჩაფლავების შემდეგ, ახლა მოსკოვი აპირებს, უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და ამისათვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს.

სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელს მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში, მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია მზადდება.

ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ამ დიდ ომში.

პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ თავისუფლების გარეშე ჭეშმარიტი მშვიდობა არ არსებობს და ჩვენ თავს ომის შიშით მონობას გვახვევენ. ამიტომ, წინააღმდეგობა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებიდან დაწყებული თითოეული ნამდვილი ქართველის ვალია. არცერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი ამ ბრძოლაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.