„სააკაშვილი და მის კვალდაკვალ - გვარამიაც, სრულიად პოპულისტურად და გაუაზრებლად ქართულ აფხაზურ სახელმწიფოზე ბოდავენ, ფიქრობენ რომ ეს აზრი პოპულარული იქნება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„სააკაშვილი და მის კვალდაკვალ - გვარამიაც, სრულიად პოპულისტურად და გაუაზრებლად ქართულ აფხაზურ სახელმწიფოზე ბოდავენ, ფიქრობენ რომ ეს აზრი პოპულარული იქნება. დღეს საღამოს ლაივს გავაკეთებ ამ აბსურდზე. რატომ ქართულ-აფხაზური და არა ქართულ-ოსური? ან ქართულ-სომხური? ან ქართულ-აზერბაიჯანული? რასთანაა კავშირში ეს უპასუხისმგებლო ბოდვა? მოკლედ, დღეს, 21 საათისკენ, ერთიან ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე ვისაუბრებ და ამ პოპულისტურ, გაუაზრებელ და მოღალატეობრივ ბოდვებს ვუპასუხებ“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.