1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა
თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

132
0

ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა.

მედიის ცნობით, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც   შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.