1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთის სამხედრო მეთაურობა ხერსონიდან გარბის – იური სობოლევსკი
რუსეთის სამხედრო მეთაურობა ხერსონიდან გარბის – იური სობოლევსკი

რუსეთის სამხედრო მეთაურობა ხერსონიდან გარბის – იური სობოლევსკი

464
0

რუსეთის სამხედრო მეთაურობა ხერსონიდან გარბის, – ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის უკრაინული ხელმძღვანელობა იტყობინება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა აერტილერიამ ხერსონში სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდები გაანადგურა, რის შედეგადაც ოკუპანტებს დნეპრზე გადასასვლელი ლოგისტიკური მარშრუტები აღარ დარჩათ. ამიტომ, სამეთაურო შტაბის დიდმა ნაწილმა, ხერსონი უკვე დატოვა.

ხერსონის რაიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, იური სობოლევსკის თქმით, ანტონოვსკის ხიდი, მიუხედავად რუსი ოკუპანტების მცდელობისა, შეაკეთონ ის, ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი გამოყენება დიდი რისკის გარეშე, თუნდაც ფეხით გადასასვლელად, შეუძლებელია.