1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა!”- ნიკა მელია
“რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა!”- ნიკა მელია

“რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა!”- ნიკა მელია

234
0

რუსული ოცნება მხოლოდ ჩვენთან, ოპოზიციასთან კი აღარაა პოლარიზებული, უკვე პოლარიზებულია საკუთარ ამომრჩეველთანაც კი, ვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია უნდა! – რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა!- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მელია განმარტავს, რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია.

 

„თუ ვინმეს კიდევ აქვს ილუზია, რომ რუსული ოცნება 12 პუნქტს ასრულებს, ერთად გადავხედოთ რა ვითარებაცაა. ევროკომისიამ გარკვევით თქვა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება თუკი აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას. რას აკეთებს რუსული ოცნება?! თავს ესხმის მედიას, ხალხს. მაქსიმალურად გააღრმავეს დაპირისპირება ამერიკის შეერთებულ შტატებთან – ბრალს სახელმწიფოს გადატრიალებაში სდებენ.

 

რუსული ოცნება მხოლოდ ჩვენთან, ოპოზიციასთან კი აღარაა პოლარიზებული, უკვე პოლარიზებულია საკუთარ ამომრჩეველთანაც კი, ვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია უნდა!

 

ევროკომისიის მეორე პუნქტი ითხოვს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას. საარჩევნო საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებას. და რას აკეთებს რუსული ოცნება? რუსული ოცნება პრეზიდენტისგან მოითხოვს მის მიერ კონტროლირებადი კანდიდატურის წარდგენას.

 

ცესკო უკვე ღია პოლიტიკური განცხადებებით გამოდის იგივე პრეზიდენტის წინააღმდეგ.

 

ვნახოთ რას ითხოვს ჩვენგან ევროკომისია მესამე პუნქტში. – სასამართლო სისტემის რეალურ რეფორმას რას აკეთებს რუსული ოცნება?! ამტკიცებს, რომ მისი კლანური სასამართლო ისედაც დამოუკიდებელია და რეფორმა არ სჭირდება! რუსული ოცნება აჩქარებს მათდამი ლოიალური მოსამართლეების დანიშვნას, კლანის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ გაამწესეს, ხოლო კლანის მიღმა მყოფ მოსამართლეებს სამაგალითოდ სჯიან – იუსტიციის სამინისტრომ მოსამართლე ნინო ბაქაქური კრიტიკული და პროდასავლური შეხედულებების გამო გამოიწვია ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოდან!

 

ევროკომისიის მეოთხე პუნქტი ითხოვს – ანტიკორუფციულ სააგენტოს. სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. წინა კვირაში უკვე გამოჩნდა რომ არანაირად არ აპირებენ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი დანიშნეს რუსი ოლიგარქის პროკურატურის ყველაზე აგრესიული სახე – კაციტაძე. დანიშნეს და ამ დანიშვნის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვერცერთ გახმაურებელ ფაქტზე კონკრეტული ხელშესახები შედეგი ვერ დადო! ეს უწყება უკვე მხოლოდ დანაშაულების მიჩქმავლით არის დაკავებული!

 

ევროკომისიის მეხუთე პუნქტი ითხოვს დეოლიგარქიზაციას! და რას აკეთებს რუსი ოლიგარქის რუსული ოცნება? არ აღიარებს ივანიშვილის ოლიგარქობას და თან ყოველდღიურად თავისი ყოველი მოქმედებით ადასტურებს ოლიგარქიის არსებობას და დარაზმულია მისი ფინანსების დასაცავად!

 

რუსული ოცნება აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე – ბიძინა ან ევროპა! ნათელია რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით. ევროკომისიის მეექვსე პუნქტი ითხოვს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან. რას აკეთებს და რას ებრძვის რუსული ოცნება? რუსული ოცნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ებრძვის. ეს არახალია, ძველია, აქ სიახლე ისაა, რომ უკვე თავის ოპონენტად მიიჩნევენ ყველას, ვისაც კი ევროპა უნდა.

 

რას ითხოვს ევროკომისია მეშვიდე პუნქტში? ევროკომისია ითხოვს ჟურნალისტებზე ძალადობისა და დევნის საქმეების ეფექტიანად და დროულად გამოძიებას. და რას აკეთებს რუსული ოცნება? სრულიად საპირისპიროს! დამატებით დევნიან მედია მენეჯერებს, პატიმრობაში ტოვებენ ნიკა გვარამიას, ამის გარდა, ცდილობენ კრიტიკული ტელეარხების ფინანსურად მოგუდვას! წინა კვირას რუსულმა ოცნებამ გასცა ბრძანება დააჯარიმონ სამი კრიტიკული მედია საქართველოში და ფინანსურად მოახრჩონ კრიტიკული ტელეარხები.

 

ევროკომისიის მერვე პუნქტი ითხოვს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას! რას აკეთებს რუსული ოცნება?! 2020 წლის 5 ივლისის უპრეცენდენტო ძალადობისა და უმოქმედებისათვის ჯერ ისევ არავინ დასჯილა. კომისიის მეცხრე პუნქტი ითხოვს გენდერულ თანასწორობას და ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. გასულ კვირას, კიდევ ერთი ქალი მოკლა ყოფილმა ქმარმა, ოზურგეთში.

 

არსებობდა შემაკავებელი ორდერი, პოლიცია იყო საქმის კურსში, სახელმწიფომ უბრალოდ არ დაიცვა ის, ვისი დაცვის ვალდებულებაც აქვს. ადამიანები დახმარებას ითხოვენ, უსამშობლოებს არ სცალიათ. კომისიის მეათე პუნქტი ითხოვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას. რას აკეთებს რუსული ოცნება?! საერთოდ არ აღიარებს სამოქალაქო საზოგადოებას, უგულებელჰყოფს მათ არსებობას, მათ ინტერესებსა და მისწრაფებებს. მათ ისევე როგორც ყველას, ვისაც ევროპა უნდა, მიიჩნევს მტრად. ევროკომისიის მეთერთმეტე პუნქტი ითხოვს იმ კანონის მიღებას, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, „პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები“. რას აკეთებს რუსული ოცნება? აქეზებს მოსამართლეებს, მათი ინტერესის გარდა არავინ და არაფერი გაითვალისწინონ. ღიად დაუპირისპირდნენ დასავლეთს, ხოლო მათ, ვინც პროდასავლელია და კრიტიკული შეხედულებები აქვს, როგორც უკვე ვახსენეთ, სამაგალითოდ სჯის ევროკომისიის მე-12 პუნქტი ითხოვს ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის დანიშვნას.

 

რას აკეთებს უსამშობლო მთავრობა, თავს ესხმის ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს ყოველდღიურ რეჟიმში. ვინმეს სჯერა რომ რუსული ოცნება, რომელსაც ერთი სული აქვს ლომჯარია თავიდან მოიშოროს, ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელ პირს დანიშნავს? აი, დეტალურად და კონკრეტყლად წარმოგიდგინეთ ფაქტები, რომ რუსული ოცნება განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას! არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს! ეს არის მათი რუსული დავალება!

 

პასუხიმგებლიანი, ეროვნული მთავრობა, დღესა და ღამეს უნდა ასწორებდეს, მუხლჩაუხრელად შრომობდეს ამ მოთხოვნების შესასრულებლად. რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია, არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა! სადაც უნდათ კეთილდღეობა, ბედნიერება, ერთი სიტყვით ადამიანად ყოფნა და არა იმპერიის ჭაობში ბაყაყად ყოფნა და ყიყინი!”,- აღნიშნავს მელია.