1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ნედ პრაისისგან მოისმინეთ, რომ ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული, თუ რა ხდება საქართველოში”- კელი დეგნანი
“ნედ პრაისისგან მოისმინეთ, რომ ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული, თუ რა ხდება საქართველოში”- კელი დეგნანი

“ნედ პრაისისგან მოისმინეთ, რომ ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული, თუ რა ხდება საქართველოში”- კელი დეგნანი

341
0

ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული და ინტერესით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

 

„მე, როგორც აშშ-ის ელჩი, ყოველთვის მოხარული ვარ, ვუპასუხო შეკითხვებს. როგორც აშშ-ის წარმომადგენელს აქ, ყოველთვის მსურს, ვუპასუხო შეკითხვებს, რომლებიც ეხება საქართველოში აშშ-ის მუშაობას. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას და თქვენს მისწრაფებებს, გახდეთ სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. როგორც მოისმინეთ ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აქ, საქართველოში, დიდი ინტერესით აკვირდება ამბებს და აქ განვითარებულ მოვლენებს, რადგან საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამ ქვეყნის წარმატებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვუჭერდით მხარს საქართველოს ასე მჭიდროდ და ფართოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

მისივე თქმით, ახლახან იმყოფებოდა სვანეთისა და სამეგრელოში, სადაც აშშ-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნო.

 

„შესანიშნავი იყო იმ ადამინებისა და პროექტების ნახვა, რომლებსაც აშშ დაეხმარა წლების განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების სფეროებში. ეს იყო კარგი შეხსენება, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან სურს ევროპისკენ ამ გზის გაგრძელება და აშშ ძალიან ამაყია, რომ შეუძლია ამის მხარდაჭერა. ჩვენ ამას 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.