1. Home
  2. TOP სიახლე
  3. Deutsche Bahn- გერმანიის პორტებში უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას დაიწყებს
Deutsche Bahn- გერმანიის პორტებში უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას დაიწყებს

Deutsche Bahn- გერმანიის პორტებში უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას დაიწყებს

295
0

გერმანული სარკინიგზო კონცერნი Deutsche Bahn უკრაინის მარცვლეულის გერმანიის პორტებში გადაზიდვას დაიწყებს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ კონცერნის შვილობილი კომპანიის DB Cargo-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, მარცვლეულის გერმანულ პორტებში გადაზიდვის მიზანს შემდგომ მათი სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირება წარმოადგენს. ამისთვის კონცერნი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შექმნილი ქსელის გარდაქმნას გეგმავს.

მარცვლეულის გადაზიდვა მოხდება როსტოკისა და ჰამბურგის პორტებში, ასევე ბრეიკში, რომელიც ​ბრემერჰაფენთან ახლოს მდებარეობს. ტვირთის უმეტესი ნაწილი რუმინეთის გავლით ჩავა გერმანიაში, რომელსაც უკრაინასთან გრძელი საზღვარი აქვს და ფლობს შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომელიც საჭიროა სოფლის მეურნეობის პროდუქციის  ტრანსპორტირებისთვის.

ტვირთის ნაწილის ტრანსპორტირება პოლონეთის გავლითაც იგეგმება.

„ჩვენ ვეცდებით რაც შეიძლება მეტი მარცვლეულის ტრანსპორტირებას“, – განაცხადა DB Cargo-ს წარმომადგენელმა, თუმცა კონკრეტული მოცულობები არ დაუსახელებია.