1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რას გულისხმობთ სიტყვაში “მოლაპარაკებები”? – პოდოლიაკი
რას გულისხმობთ სიტყვაში “მოლაპარაკებები”? –   პოდოლიაკი

რას გულისხმობთ სიტყვაში “მოლაპარაკებები”? – პოდოლიაკი

271
0

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან მოსკოვი მხოლოდ ულტიმატუმებით საუბრობს.

 

„შეკითხვა „მშვიდობისმყოფელებს“: რას გულისხმობთ სიტყვა მოლაპარაკებებში? რუსული ულტიმატუმები კარგად ცნობილია: „მოვედით ტანკებით, აღიარეთ დამარცხება და ტერიტორიის დაკარგვა. ეს მიუღებელია. ასე რომ, რაზე უნდა ვესაუბროთ? თუ უბრალოდ სიტყვა „კაპიტულაციას“ სიტყვა „მოგვარების“ მიღმა მალავთ?“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

 

ცნობისათვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ბოლო კვირების განმავლობაში მოუწოდებენ უკრაინას, აჩვენოს, რომ კვლავ ღიაა რუსეთთან დიპლომატიური დისკუსიებისთვის. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების წყაროების განცხადებით, დისკუსიების მიზანი მოლაპარაკებების დაწყებაზე უკრაინის წახალისება არ არის და აშშ-ს სურს, კიევმა უფრო მკაფიოდ გამოხატოს, რომ კონფლიქტის დარეგულირების გზის პოვნა სურს.