1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა

242
0

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ფრაქციის ის სამი კანდიდატი დაასახელა, რომელსაც მმართველი გუნდი პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგენს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – კახი კახიშვილი;

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი მეძმარიაშვილი;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზაზა ლომინაძე.