1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინც ამბობს რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს, მალე – თავისით მიხვდება, რომ მათ ინტერესებს ევროპული საქართველო წარმოადგენს”- ჩერგოლეიშვილი
“ვინც ამბობს რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს, მალე – თავისით მიხვდება, რომ მათ ინტერესებს ევროპული საქართველო წარმოადგენს”- ჩერგოლეიშვილი

“ვინც ამბობს რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს, მალე – თავისით მიხვდება, რომ მათ ინტერესებს ევროპული საქართველო წარმოადგენს”- ჩერგოლეიშვილი

293
0

მე ვფიქრობ, ის ხალხი, ვინც ამბობს რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს, მალე – თავისით მიხვდება, რომ მათ ინტერესებს ევროპული საქართველო წარმოადგენს, უბრალოდ ამის შესახებ არ იცოდნენ, იმიტომ რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ამ საკითხებით არ იქმნებოდა დიდი ფულის გავლენის გამო. – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენი შინაარსი ასე შეიკრა:

1. იყო ქართველი, ნიშნავს იყო ევროპელი – კამპანია გვაქვს ამაზე, თუ დააკვირდებით ევროპულ საქართველოს, ტაბულას, თავისუფლების ინსტიტუტს, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებას – ყველა ორგანიზაცია ამაზე საუბრობს თავის ყველა პროექტში.

2. რუსეთი საქართველოს მტერი და ტერორისტი სახელმწიფოა – გენოციდის აღიარების კამპანია და ყველაფერი, რაც ამას მოსდევს, თავისით არტყამს ბეჭედს ამ ფაქტს, ჩვენი შეფასებების გარეშე.

მიქელანჯელოს კითხეს საკუთარი გენიალურობის საიდუმლო და მე უბრალოდ ქვაში ვხედავ ქმნილებას და ზედმეტს ვაცლიო.
ასეთია ეს ორი თემა, ჩვენ უბრალოდ ვყვებით, ყოველგვარი ჭინთვის გარეშე და რაც ზედმეტია თავისით ძვრება – იმიტომ რომ ჭეშმარიტებაა.
ჭეშმარიტებაა რომ რუსეთი თუ დამარცხდა და მაგ მომენტში ჩვენ პატრიოტი, დემოკრატიული ხელისუფლება გვყავს – ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანად აღვადგენთ.

ოქტომბრიდან დაიწყება ახალი რესპუბლიკის ინიციატივების გამოცემა.
ეს ინიციატივები შეეხება ყველა მიმართულებას – საბანკო რეგულაციებით იწყება, მერე განათლება მოყვება, მერე თავდაცვა და ა. შ.
არჩევნების წინ ეს რეკომენდაციები წიგნად გამოვა და მომავალი მთავრობის სახელმძღვანელო იქნება.

მე ვფიქრობ, ის ხალხი, ვინც ამბობს რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს, მალე – თავისით მიხვდება, რომ მათ ინტერესებს ევროპული საქართველო წარმოადგენს, უბრალოდ ამის შესახებ არ იცოდნენ, იმიტომ რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ამ საკითხებით არ იქმნებოდა დიდი ფულის გავლენის გამო.” – წერს თამარ ჩეეგოლეიშვილი.