1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გინდ “ლელოში” წადი, გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, “ნაციონალი” არის “ნაციონალი” – წულუკიანი სამადაშვილს
“გინდ “ლელოში” წადი, გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, “ნაციონალი” არის “ნაციონალი” – წულუკიანი სამადაშვილს

“გინდ “ლელოში” წადი, გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, “ნაციონალი” არის “ნაციონალი” – წულუკიანი სამადაშვილს

6.11K
0

თქვენ იყავით ვინც ამბობდა ეს ქალი არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, ის იურისტი არ არისო. ამიტომ ჩამოყალიბდით, ვინ ვარ მე – ზონდერი, იურისტი, თუ ვინ – თქვენ იყავით არაკომპეტენტური ელჩი და ახლა ხართ არაკომპეტენტური ყოფილი „ნაციონალი“, – ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს.

მინისტრის განმარტებით, ბრიუსელში ელჩად ყოფნის დროს ედმუნდ კალანდაძის ნამუშევარი, რომელიც სალომე სამადაშვილს ებარა, ყალბი ფერწერული ტილოთი იყო ჩანაცვლებული.

„ქალბატონი სალომე იყო ბრიუსელში, ევროკავშირის მისიაში ელჩი, ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს ებარა, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი. როდესაც 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში იგრძნეს სიო, მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ფერწერული ტილოების მოძიება საელჩოებში. ქურდს ქუდი ეწვის პრინციპით. ქალბატონმა სალომემ სამინისტროს გაუგზავნა წერილი, სადაც ამბობს, რომ ამ ნახატს არც ნომერი აქვს და არც ავტორი აწერიაო, მაგრამ არავითარი რეაგირება ამაზე, როგორც ელჩს არ ჰქონია. კივილი არის ადვილი, მაგრამ პასუხისგება ყველას მოუწევს თავის წარსულ საქმიანობაზე როგორც მე, ისე მას. ეს წერილი რომ გამოვაქვეყნოთ ვნახავთ, რომ მან სახელმწიფო ენა კარგად არ იცის, თითქმის ყველა სიტყვაში აქვს შეცდომა, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ ზონდერი საგარეო საქმეთა მინისტრი, ასეთ კადრს გავათავისუფლებდი. ნული არის შედეგი მისი პოლიტიკური საქმიანობის. ვერსად ვერ წახვალ, გინდ „ლელოში“ წადი და გინდ რაგბის კავშირში გაერთიანდი, „ნაციონალი“ არის „ნაციონალი“. თქვენ იყავით ვინც ამბობდა ეს ქალი არ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, ის იურისტი არ არისო, ამიტომ ჩამოყალიბდით ვინ ვარ მე – ზონდერი, იურისტი, თუ ვინ, მაგრამ თქვენ იყავით არაკომპეტენტური ელჩი და ახლა ხართ არაკომპეტენტური ყოფილი „ნაციონალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.