,,პროტესტის სოციოლოგია ზედაპირზე დევს” – ლაშა ნაცვლიშვილი
პროტესტის სოციოლოგია ზედაპირზე დევს
1. ძალაუფლებისთვის მებრძოლი პარტიული ბოსები, პარტაქტივი, მათივე მედია და მათთანვე შეზრდილი ენჯიო; 2. ბალნოები – ხშირად მეორე თაობის ან მეორე ხოდკის (გამგები გაიგებს); 3. დაუფასებელ-დაბოღმილები; 4. გულწრფელი, მაგრამ თვალღია (ხილული) ბრმები – ძირითადად, ახალგაზრდობა და მათთან მიკედლებული, კლინიკურად პერფექციონისტი ინტელიგენცია. პირველი სამის დახასიათებაზე არ შევჩერდები, რადგან ვაფასებ მკითხველს – ჩემზე უკეთ იციან მათ შესახებ ყველაფერი. მეოთხე კატეგორიას რაც შეეხება, ესენი – სიმპათიურ და ენადაშაქრულ, მოძველბიჭო მორფინისტზე შეყვარებულ, ცუდად ატეხილ გოგონებს მაგონებენ, მამა რომ ტირანად მიაჩნიათ, რადგან ამ სუბიექტთან ურთიერთობას უკრძალავს და ყოველ ნაბიჯს უკონტროლებს, თავი რომ არ დაიღუპოს. მას კი ჰგონია, რომ მამა ბედნიერებას ართმევს – ტირის, იტანჯება, სძულს მშობელი და მზადაა, ღამით ფანჯრიდან გაიპაროს და ისე ეზიაროს ბედნიერებას. ყოფით სიტუაციაში, იფიქრებ კაცი – მიუშვი რა, დაარტყას ცხვირი, იწვნიოს, თვალი გაახილოს, გამოფხიზლდეს – მაქსიმუმ ორ წელიწადში ბავშვით ხელში მოგადგება უკან და მაინც მთელი ცხოვრება წინ ექნება. სხვაობა იმაშია, რომ პოლიტიკაში ეს ანალოგია არ მუშაობს – მიუშვებ და უკან გზა არ იარსებებს – ეს ჭაობი არამარტო მას შეისრუტავს, დაღუპავს და შინმოუსვლელად აქცევს, დაგღუპავს შენც, შენს ოჯახს და ქვეყანასაც. ამაში რომ ვარ დარწმუნებული, იმიტომ ვიტან უდრტვინველად რუსოს და მონის ძახებას, მხოლოდ ამიტომ… წერს ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში