1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ომის 144-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში
ომის 144-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში

ომის 144-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში

277
0

144-ე დღეა, უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა იერიშები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზეც გაააქტიურეს.

 

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, რუსულმა ძალებმა, სარაკეტო იერიშებისას, ოდესაში საცავი გაანადგურეს, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული გემთსაწინააღმდეგო რაკეტები ინახებოდა.

 

დაიბომბა ხარკოვი – სარაკეტო იერიში განხორციელდა დასახლებულ პუნქტზე, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის არმიის ნაწილებმა სუმის ოლქის სამი დასახლებული პუნქტი დაბომბეს.

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებით, ასევე კამენკას, ნოვომიხაილოვკასა და ვუგლედარის დასახლებების ტერიტორიებზე მტრის თავდასხმები მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

 

უკრაინელმა დამცველებმა ქვეყნის სამხრეთით, მიკოლაივის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 36 ოკუპანტი, ტექნიკა და საბრძოლო მასალების ორი საწყობი გაანადგურეს, – ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

 

 რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის დასახლება პეჩენეგი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი – დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სოფლის გამგებელზე, ალექსანდრ გუსაროვზე დაყრდნობით ავრცელებს.