1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა არ იცოდა, რომ სამზარეულოში ვიყავი, ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერიო”- სოსო გოგაშვილის მეუღლე
“ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა არ იცოდა, რომ სამზარეულოში ვიყავი, ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერიო”- სოსო გოგაშვილის მეუღლე

“ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა არ იცოდა, რომ სამზარეულოში ვიყავი, ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერიო”- სოსო გოგაშვილის მეუღლე

560
0
ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა არ იცოდა, რომ სამზარეულოში ვიყავი, ვიღაცას დაურეკა და უთხრა, „საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერიო“. არ ვიცოდი საჩუქარი რა იყო, როგორც გავიგე, საჩუქარი ეს ყოფილა, რომ „იარაღს ჩაგიდებენ“, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლმა, თეა მარტყოფლიშვილმა განაცხადა.
 
მისივე განმარტებით, დაკავების ღონისძიებაში სუს-ის გენინსპექციის უფროსის მოადგილე – ღამბაშიძე მონაწილეობდა, რომელიც უწყებიდან წარსულში გათავისუფლებული იყო, შემდეგ კი აღადგინეს.
 
„ეს ღამბაშიძე არის დასკვნით გაშვებული და ის არის აღდგენილი. ახლა სუს-ის გენინსპექციის უფროსის მოადგილეა, რომელიც თან დამემუქრა. ღამბაშიძე არის არაპროფესიონალი, უბინძურესი ადამიანი, ჯერ ქალს ასე რომ მოექცევი, ქალს რომ ხელებს გადაუგრიხავ და გამოაგდებ…
 
ჩემი ქმარი უდანაშაულოა. ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა არ იცოდა, რომ სამზარეულოში ვიყავი, ვიღაცას ურეკავს და ეუბნება: „გიორგი, პაპუნა, მეშვიდე, შსს, ყველანი აქ არიან, საჩუქარიც ვაჩუქეთ, წარმატებულად ჩატარდა ყველაფერი“. მე არ ვიცოდი საჩუქარი რა იყო, როგორც გავიგე საჩუქარი ეს ყოფილა, რომ „იარაღს ჩაგიდებენ“. პირველად გავიგე საჩუქარი რა იყო. ბიჭებმა რომ დამინახეს, რომ სამზარეულოსთან ვიდექი, ხელით ანიშნეს, აქეთ გამოდიო და გავიდა. “ნიღაბი” არ ეკეთა, რომ მოტრიალდა შემდეგ ჩამოიცვა – პრემიაც კარგი გვეკუთვნისო. ღამბაშიძე რომ შემოვიდა უკნიდან, დაარტყა წიხლი, ჩემმა მეუღლემ ხელები უკან წაიღო ბორკილები რომ დაადეს, ამას იარაღი ჰქონდა ჩადებული. სოსოს ხელი მიადებინეს იარაღზე, ძირს დააგდეს. როგორ ფიქრობთ, როგორია შვილი უყურებდა როგორ აგდებენ მამამისს და ფეხსაცმლის წვერს სახეში ურტყამდა ღამბაშიძე, ეს ნაძირალა. პირობას ვაძლევ, რომ ღამბაშიძე მანდ ვერ დარჩება! ეგ იარაღი იყო „კალაშნიკოვი“, რომელზეც ხელი მიადებინეს“, – განაცხადა მარტყოფიშვილმა.
 
მისივე თქმით, სოსო გოგაშვილს 2 ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, სხვა ნივთებიც „ჩაუდეს“.
 
„ეს იყო ის დიდი იარაღი, „კალაშნიკოვი“, რომელზეც ხელი მიადებინეს. 13 იარაღი აქვს გაფორმებული, ალბათ, აერიათ, სად უნდა ამოედოთ ეს იარაღი და ჩემი ბალიშის ქვეშ ამოდეს „ბერეტა“ და მაისურებთან იყო მეორე იარაღი, თან დატენილი. თურმე, ასე დატენილი იარაღი ჰქონდა ამდენი წლის ნამუშევარ, გამოცდილ კაცს სახლში.
 
ორი ცეცხლსასროლი იარაღი, წერილობითი დოკუმენტები, ვითომ ვის ხვდებოდა, “ფლეშკები”, მეხსიერების ბარათები, დისკები, ლეპტოპი – ამოიღეს. მეკითხება, ეს ლეპტოპი თქვენიაო? პირველად ვნახე“, – განაცხადა მარტყოფლიშვილმა.
 
მისივე თქმით, ჩანაწერები „შიგნიდან“ არის გამოტანილი.
 
„2021 წელს ჩემი მეუღლე ხომ აღარ მუშაობდა, ფაილები ხომ გამოვიდა 2021 წლის ჩათვლით, რანაირად გამოიტანდა სოსო გოგაშვილი? ის ხომ შიგნიდან არის გამოტანილი?… ეს ყველაფერი იმიტომ გაუკეთეს, სხვანაირად ვერ მოედავნენ, სხვა საფუძველი არ ჰქონდათ, რომ გოგაშვილი „გაეფუჭებინათ…
 
10 წლის პეტრე გვყავს, წინაზეც – მაჩალიკაშვილის თემაზე იმხელა სტრესი მიიღო, ბავშვი გარეთ ვერ გადიოდა, თავის შუაგულში თმა სტრესის გამო გაუჭაღარავდა, ბავშვს გადაუხედავს და გვითხრა – ტერორისტები შემოვიდნენო? მაჩალიკაშვილის ხალხი მოვიდაო? ჩემი მეუღლე ეხვეწებოდა, მაცადეთ, ბავშვს შევიყვან, არსად მივდივარო“, – განაცხადა მარტყოფლიშვილმა