მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან-საქართველოს საგარეო უწყება

Editor Dali
0
მასკატიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. „საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას. ჩვენს […]

კონგრესმენებს ვთხოვეთ, ყურადღებით შეისწავლონ საკანონმდებლო ინიციატივები, რათა პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს-ნიკოლოზ სამხარაძე

Editor Dali
0
დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში, გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ხუთ კონგრესმენს, ძირითადად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, თუმცა ასევე შევხვდით სხვა კომიტეტის წევრებსაც, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. სამხარაძის თქმით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ასევე, შუა დერეფნის განვითარების საკითხს. „ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, […]

კუბაც დაეცემა -დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
კუბაც დაეცემა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები კონტაქტშია კუბის კომუნისტურ ხელმძღვანელობასთან, რადგან კუნძულზე ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ არასტაბილურობა ძლიერდება. მან ასევე აღნიშნა, რომ კუნძულზე მდგომარეობის გაუარესება ნაწილობრივ აშშ-ის ზეწოლის შედეგია. „ეს ჩემი ჩარევის გამოა. ჩარევა, რომელიც ხდება. ცხადია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ეს პრობლემა არ ექნებოდათ. ჩვენ შევწყვიტეთ ყველა […]

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ახალი გატაცება გელით. ეს სასიამოვნო, თუმცა ხანმოკლე თავგადასავალი იქნება. მათთვის, ვინც ახლახან იქორწინა, რთული პერიოდი დგება — მოსალოდნელია უთანხმოება, რაც განსხვავებული ხასიათებითაა გამოწვეული. გადაულახავი გარემოებების გამო საქმეებში შესაძლოა, სერიოზული დაბრკოლებები შეგხვდეთ. დღის მეორე ნახევარში ამანათს, საჩუქარს ან სხვა მატერიალურ შემოსავალს მიიღებთ. დღევანდელი დღე ექიმთან ვიზიტის თუ პროფილაქტიკური შემოწმებისთვის არის ხელსაყრელი. წინასწარ იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, რომ […]

აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დროებით დახურა

Editor Dali
0
აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დროებით დახურა, – ამის შესახებ „ბიბისი” „როიტერზე” დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში იქნება დახურული. ცნობისთვის, დღეს მედიით გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით […]

ახლო აღმოსავლეთში ომი თუ გახანგრძლივდა, შესაძლოა, აშშ-მა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება შეამციროს -ვოლოდიმირ ზელენსკი

Editor Dali
0
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უკრაინისთვის მთავარ რისკებს წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების პოტენციური შემცირება და საწვავის ფასების ზრდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-დან მოდის სიგნალები, რომ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება და ამ მხრივ, ისინი დაეყრდნობიან დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს საკუთარი თავისთვის და მათი მოკავშირეებისთვის. „სხვა […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 მარტს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7419 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7419 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7234 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0185 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1833 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1695 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

რა ცხრა პარტია გაერთიანდა? ვის „აბოლებენ“, „კარენოი“ „ნაცმოძრაობა“ არიან – ირაკლი ზარქუა

Editor Dali
0
რა ცხრა პარტია გაერთიანდა, გაჩერდით, ხუმრობთ? ხუმრობთ, მაგრამ შეიძლება, ვიღაცამ სერიოზულად მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ისენი არიან ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობა”, რომელიც თავიანთი პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი. „როგორ შეიძლებოდა, ახალი სახე ყოფილიყო „ნაცმოძრაობის” გენპროკურორი, ზონდერი მელია და უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია თავის მეუღლესთან ერთად? ცუცქირიძე […]

დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდა- შსს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია თურქეთის 14 მოქალაქე, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი დონდოლაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და […]

აშშ-ში ვიზიტის კრიტიკას და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელსაც საქართველოსთვის დივიდენდი არ მოაქვს, უნდა შევხედოთ, როგორც უსამშობლო ადამიანების მოღალატეობრივ საქციელს – გია ვოლსკი

Editor Dali
0
ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის და მათ ისტერიკას იწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს […]

ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ ჩვენი ძალა ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს-ილჰამ ალიევი

Editor Dali
0
-“ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ისევე, როგორც სომხეთის ოკუპაციას დავასრულეთ, მზად ვართ, ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს”, -ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა. „ირანის […]

ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე -მარკ რუტე

Editor Dali
0
ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „ნიუს მაქსთან“ ინტერვიუში რუტემ აღნიშნა, რომ მოკავშირეებს შორის არსებობს „ფართო მხარდაჭერა“ დონალდ ტრამპის მოქმედებების მიმართ, რომლებიც მიმართულია ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ. რუტეს თქმით, ნატო განზრახ ინარჩუნებს „ბუნდოვანებას“ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის შეიძლება […]