გარემოს ეროვნული სააგენტო 15 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.