26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არც ერთ წინა არჩევნებზე აქამდე არ იყო – ცესკო

Admin Tamuna
0
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა. ასევე, როგორც მან აღნიშნა, ცესკო დღევანდელ სხდომაზე სწორედ […]

როგორი ამინდი იქნება 26 სექტემბერს

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. meteo.gov.ge – ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით  +22, +27°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. […]

პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლა ზუსტად ასახავს ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს – მაია ბითაძე

Admin Tamuna
0
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მაია ბითაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის სიტყვაში ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესები იყო ასახული. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლით დადასტურდა, რომ საქართველოში მომავალ თაობებს კიდევ უფრო ამაყად, მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრების დიდი პოტენციალი აქვთ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომელიც ზუსტად ასახავს: ჭეშმარიტად […]

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე: „ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, პატივცემულო კოლეგებო, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი ქვეყნის ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოსვლა. ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, ბოლო […]

ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე-პრემიერი

Editor Dali
0
ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა. „ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, რა თქმა უნდა, […]

სამი დღის წინ გამოაგზავნეს ჯო ბაიდენის მიღებაზე მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია, ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
სამი დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა, რაც არასერიოზულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიუ იორკში, ქართველ ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერის შეფასებით, ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. „განსაკუთრებულ კომენტარს ამაზე ვერ […]

საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დგას უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე და მთავრობა მოწოდებულია, ქვეყანა ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მართოს.   „ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც […]

მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში: საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
-1
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება თანმიმდევრულად და დაუღალავად შრომობს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს […]

 საქართველო გთავაზობთ ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტს, რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება -პრემიერი

Editor Dali
0
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე შვიდი ქვეყნის კავშირს დანარჩენ […]

საქართველო იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა, ამის გათვალისწინებით, ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო რიგი რთული გადაწყვეტილებები და არ შეუშინდა გამოწვევებს. „ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს […]

 საქართველოს მთავრობა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოშია -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენ ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის, უკლებლივ ყველასთვის და ამ პირობებში დიდად სამწუხაროა უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი რომ გავხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – „ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში“. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა, ომის დაწყების […]

საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატო-სა და ევროკავშირის მისიებში-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – „ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაერო-ს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში“. კობახიძის თქმით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის მქონე ქვეყნად იქცა ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. […]