მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან თითქმის რვა ათეული წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – „ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში“. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, კონფლიქტებით სავსე სამყაროში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით […]

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კად­ში ჩა­ძირ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მო­უს­მი­ნეთ მხო­ლოდ იმ ფაქ­ტებს, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბას ან ინ­ტე­რე­სის სფე­როს. სა­ღა­მოს შე­საძ­ლე­ბე­ლია ახ­ლობ­ლებ­თან ჩხუ­ბი ან უთან­ხმო­ე­ბა. იყა­ვით მომთმე­ნი. კურო   დღის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი და­უთ­მეთ ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნულ საქ­მე­ებს. ლან­ჩის შემ­დეგ ემო­ცი­უ­რი ფონი გა­იზ­რდე­ბა და კო­ლე­გებ­თან ან ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ჭირ­დეთ. გა­და­დეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ან დის­კუ­სი­ე­ბი: ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ კომ­პრო­მისს მი­აღ­წი­ოთ. […]

რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში – ვლადიმერ პუტინი

რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი შექმნის კრიტიკულ საფრთხეს ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ასევე გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. პუტინის განცხადებით, ბირთვული ტრიადა რჩება რუსეთის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან გარანტად და […]

თეა წულუკიანი ხვალიდან კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ქართული ოცნების“ საარჩევნო საარჩევნო სიაში დასახელების გამო, თეა წულუკიანი ხვალიდან კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ მან რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაემშვიდობა. „არ მახსენდება და თუ მახსენდება, ერთი ან ორი შემთხვევა, როდესაც საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი, არაადეკვატური და […]

ცესკომ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი

26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარეთა შეთანხმება 2024 […]

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

Editor Dali
0
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო. შესაბამისი ინფორმაცია კომიტეტის გვერდზე გავრცელდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა. ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის სენატორმა, ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა, სენატორებმა ჯიმ რიშმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს. აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 სექტემბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7269 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7269 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7266 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0498 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0347ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრაზე ბიზნესისა და ინფლუენსერების კოლაბორაციაზე ისაუბრეს

Editor Dali
0
ინფლუენსერ მარკეტინგი – ეს სიტყვათშეთანხმება ახალი უკვე დიდი ხანია აღარ არის, მათ შორის, არც საქართველოში. ჩვენს გარშემო მრავლადაა ისეთი მცირე თუ დიდი სტარტაპი, ან კომპანია, რომელიც მომხმარებლის გულამდე გზას სწორედ ინფლუენსერების დახმარებით იკვლევს. როგორ გამოვიყენოთ ინფლუენსერ მარკეტინგი ჩვენი ბრენდის, კომპანიის თუ სტარტაპის პოპულარიზებისთვის? ვინ გვჭირდება? რა გავითვალისწინოთ  საქმიანი ურთიერთობისას? – 19 სექტემბერს, თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის […]

 ის ადამიანები, რომლებიც დღეს გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისინი, ვინც ადეიშვილის მსგავს კრიმინალებს უწოდებენ დემოკრატიის შუქურას -კახა კალაძე

Editor Dali
0
როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს გაერო-ში. „ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისევ ისინი, ვინც ისეთ კრიმინალებს, როგორებიც არიან ადეიშვილი, […]

 ზურაბ ადეიშვილის მსგავსი კრიმინალის აზრების მოსმენა გაერო-ში თუ ვინმეს აინტერესებს, ეს ქართველი ხალხის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს -ანრი ოხანაშვილი

Editor Dali
0
როდესაც ძებნილ კრიმინალს გაერო-ში მიიწვევ, როგორც ჩანს, გაინტერესებს ამ ადამიანის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხებისადმი,ძებნილი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის მიწვევით დასტურდება მიმწვევი მხარის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, ადეიშვილის მსგავსი კრიმინალის აზრების მოსმენა გაერო-ში თუ ვინმეს აინტერესებს, ეს ქართველი ხალხის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. „ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე კანონის უზენაესობის […]

საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით ზალკალიანის მიერ აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

Editor Dali
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს თანამდებობა არ დაუტოვებია. როგორც უწყებაში აღნიშნეს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავით ზალკალიანმა ელჩის თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. „მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

სადმე გაგონილა, სტუმარი ჯერ დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? – გურამ მაჭარაშვილი 

Admin Tamuna
0
სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? – შესაძლებელია, აშშ-ს დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი […]