საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება

Editor Dali
0
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა  საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონის შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა. აღსანიშნავია, რომ […]

დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენს გამარჯვებაში, „ქოცმა“ თუ გააყალბა, რასაც ვფიქრობ, გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის -ნადიმ ხმალაძე

Editor Dali
0
„ქოცმა“ თუ გააყალბა და დაიწერა რაიმე ციფრი ხმების დაუთვლელად, რასაც ვფიქრობ, გააკეთებს, ვინ ხართ მზად ბრძოლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმა, დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის რელსებზე, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში წერს. ნადიმ ხმალაძე აღნიშნულ პოსტზე გამოხმაურებისკენ მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც, მისივე განმარტებით, მზად არიან ბრძოლისთვის. „1000 პროცენტით დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ჩვენს […]

ქვეყნის შიგნიდან პარტნიორებს ეხვეწებიან, რაიმე დამაკნინებელი მოქმედებები იყოს, მათ შორის საუბარი იყო პრემიერის გამოსვლის, შეხვედრების ჩახსნაზე, თუმცა მხოლოდ მიწვევის გაუქმება მოახერხეს-მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
ქვეყნის შიგნიდან პარტნიორებს ეხვეწებიან, იქნებ რაიმე დამაკნინებელი მოქმედებები იყოს, მათ შორის ლაპარაკი იყო პრემიერის გამოსვლის და შეხვედრების ჩახსნაზე, თუმცა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძისთვის მიწვევა გააუქმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით. „ბაიდენის გადაწყვეტილებას რაც […]

საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს – არ გამოვრიცხავთ, 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე საუბრისას განუცხადა. მდინარაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საქართველოს ღირსების მხარეს იქნება“. „წინა პერიოდისგან განსხვავებით, მაგალითად, 2020 წელს 150 კაციანი სია გვქონდა, ახლა 170-იანი გადავწყვიტეთ, უფრო […]

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა

Admin Tamuna
0
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა. სია ცესკოში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაარეგისტრირა. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ სია 170 წევრიანია. 93 წევრის შემდეგ ყველა ახალი სახეა. 1. ბიძინა ივანიშვილი 2. ირაკლი კობახიძე 3. ირაკლი ღარიბაშვილი 4. შალვა პაპუაშვილი 5. მამუკა მდინარაძე 6. თეა წულუკიანი 7. ლაშა ტალახაძე 8. ვახტანგი თურნავა 9. […]

„ტურიზმი და მშვიდობა“ ძალიან დიდი მოვლენაა, აქ არიან 40 ქვეყნის წარმომადგენლები და მინისტრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან – ზურაბ პოლოლიკაშვილი

Admin Tamuna
0
„ტურიზმი და მშვიდობა“ – საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღონისძიება პირველად იმართება. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი. „მსოფლიო ტურიზმის დღეს ყოველ 27 სექტემბერს ვზეიმობთ. ძალიან მიხარია, რომ ეს ღონისძიება წელს საქართველოში ტარდება. ყოველწლიურად ეს […]

დაბერებული ევროპელები: გადაიტანს თუ არა ევროპა ლიდერობის კრიზისს? – Al Jazeera

Admin Tamuna
0
კატარის ტელეარხის „ალ ჯაზირას“ (Al Jazeera) არაბულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაბერებული ევროპელები: გადაიტანს თუ არა ევროპა ლიდერობის კრიზისს? რატომ უჭერს მოსახლეობა მხარს ულტრამემარჯვენეებს“ (ავტორი –  ჰალიბ აზაბი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ბოლო წლებში ევროპა უკიდურესად მემარჯვენე პარტიების აღზევების მოწმე გახდა, განსაკუთრებით 2024 წელს. ამას ადასტურებს პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ გამარჯვება რეგიონულ არჩევნებში: ტიურინგიაში ალტერნატივამ“ მიღებული ხმების […]

ჩვენ უპრეცედენტო საფრთხის წინაშე ვდგავართ: პენტაგონმა და კონგრესმა მუშაობის მეთოდები უნდა შეცვალონ – The Washington Post

Admin Tamuna
0
„ამერიკას არ შეუძლია დროულად აწარმოოს აუცილებელი რაოდენობის იარაღი. ასეთი სიტუაცია უნდა შეიცვალოს“, – წერს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რობერტ გეიტსი სტატიაში, რომელიც  გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 26 სექტემბრის ნომერშია დაბეჭდილი სათაურით „ჩვენ უპრეცედენტო საფრთხის წინაშე ვდგავართ: პენტაგონმა და კონგრესმა მუშაობის მეთოდები უნდა შეცვალონ“. ავტორი თავდაცვის მინისტრის პოსტზე 2006-2011 წლებში მუშაობდა. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე […]

ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, რა საცოდავი უნდა იყო, რომ „კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი ხალხს უნამუსოდ შესთავაზო! – „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ! – პრეზიდენტი

Admin Tamuna
0
რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ “კაგებეს“ სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ საარჩევნო ბანერებს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხყოფაა. „ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა […]

დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი – პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
დღეს 400 წელი შესრულდა წმინდა დედოფლის ქეთევანის მარტვილობიდან, რომელმაც შეძრა მისი თანადროული მსოფლიო, ხოლო ჩვენ, დაგვიტოვა გმირობის, თავდადების და ერთგულების სულისშემძვრელი მაგალითი, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, წმინდა დედოფალი ქეთევანის ცხოვრება, მმართველობა, სიბრძნე, ღვაწლი და სიმტკიცე არის საქართველოს ნამდვილი სახე, მაგალითი და ძნელბედობის […]

ყოველთვის ქვეყნის სამსახურში ვიყავი, ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, ჩემი თუ სხვისი სახელი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ-დავით ზალკალიანი

Editor Dali
0
ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი, გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა, მის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ზალკალიანის თქმით, მსგავსი სახის ტყუილები მის სახელთან ხშირად იყო დაკავშირებული, რაც არასერიოზულია. „ძალიან […]

ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმება გაუგებარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც არ ემსახურება ორმხრივ ურთიერთობებს -ილია დარჩიაშვილი

Editor Dali
0
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის  მიწვევის გაუქმება, გაუგებარი გადაწყვეტილება იყო. მისივე შეფასებით, ეს არ ემსახურება ორმხრივ ურთიერთობებს. „ჩვენთვის გაუგებარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით და გამოვხატავთ მზაობას, ვიმუშაოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან მჭიდროდ, ვისაუბროთ საკითხებზე, რომლებიც არსებობს. […]