დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ – Edison Research

Admin Tamuna
0
Edison Research-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანხმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32%-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა, 20% არჩევნებზე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს, 11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“, 11,9 % „გახარია- საქართველოსთვის“ მხარდამჭერი იქნებოდა, ხმათა 9,9% „ძლიერმა საქართველომ“ მიიღო.   რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, სხვა პარტიების რეიტინგი […]

გვარამიას მიერ პირველი ნომრის დათმობა იქედან გამომდინარეობს, რომ მას რეიტინგი არ აქვს – ირაკლი ქადაგიშვილი

Admin Tamuna
0
გვარამიას მიერ პირველი ნომრის დათმობაც იქიდან გამომდინარეობს, რომ გვარამიას არ აქვს საარჩევნო რეიტინგი, მას ბევრ რეგიონში, მაგალითად კახეთში ჩამოსვლის არანაირი მორალური უფლება არ აქვს და ვერც ჩამოდის, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. „ამ პარტიებს უდგათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა და ბუნებრივია, ყველას უნდა სულ მცირე, პირველ ათეულში მოხვდეს. მიუხედავად […]

მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – მიხეილ სააკაშვილი

Admin Tamuna
0
ზუგდიდში ჩვენი შეხვედრისთვის შუქი გათიშეს, დღეს სასამართლოში გამოსახულება გამომირთეს, კარგად ჩანს, თუ ვისი ეშინია ყველაზე მეტად რუსულ რეჟიმს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს განცხადებას, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც სააკაშვილი თავის მიმართვაში წერს, 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, რეჟიმი ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, სხვადასხვა ჩანაწერებს გამოყრის. „ზუგდიდში […]

„ამხანაგო ხაზარაძე! კომკავშირის მდივანი რომ იყავი, მაშინ არბევდი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს! დღეს მოქმედებ „ცეერუ“-ში დაწერილი სცენარით! – გოგა ხაინდრავა

Admin Tamuna
0
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პარტია „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს სოციალური ქსელიდან მიმართავს. „ამხანაგო ხაზარაძე! „კაგებე“-ში დაწერილი სცენარით! კომკავშირის მდივანი რომ იყავი, მაშინ არბევდი თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ პატრიოტებს! გენერალ როდიონოვთან ერთად! დღეს მოქმედებ „ცეერუ“-ში დაწერილი სცენარით! „ფეესბე“-ს სცენარს ლяკა გაგაცნობს! იდენტურია!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

იმედი მაქვს, სანქციები არ გვექნება – ლევან დავითაშვილი

Admin Tamuna
0
დიდი იმედი მაქვს, არანაირი სანქციები არ გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, მათ შორის საერთაშორისო სანქციების შესრულების ნაწილში, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური და პასუხისმგებლიანი წევრები ვართ, ამიტომ, გვექნება დიალოგი, რათა სტაბილური, მათ შორის საკანონმდებლო, გარემო უზრუნველვყოთ, რაც ნეგატივს თავიდან აგვარიდებს,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ინვესტორების განწყობა […]

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7297 ლარი ეღირება, ევრო – 3.0480 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6551 ლარი.   დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7285 ლარი ღირდა, ევრო – 3.0428 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6491 ლარი.   დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, […]

თიბისი კონცეპტი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მხარდამჭერია

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისი არქიტექტურის ბიენალე (TAB) სახელწოდებით „შეცდომების გასწორება” 28 სექტემბერს გაიხსნება და 19 ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებას სხვადასხვა გამოფენას, ლექციას, ვორქშოფს, საინტერესო გამოცდილებას და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. არქიტექტურის ბიენალე გაერთიანებს თემატურ გამოფენებს, ვორქშოფებს, გიდის მიერ ჩატარებულ ტურებს, საჯარო ინსტალაციებს, სიმპოზიუმსა და ლექციებს. წლევანდელი გამოშვების მთავარი თემა ადამიანებსა და ბუნებრივ რესურსებს შორის ურთიერთობაა, განსაკუთრებული აქცენტით […]

თიბისი ბიზნესის განათლების მორიგი სესია ბრენდის სტრატეგიას დაეთმობა

Editor Dali
0
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ბიზნეს განათლების ფარგლებში, 2, 4 და 7 ოქტომბერს 19:00 საათზე, ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი, შოთა ჩინჩალაძე გაუძღვება კურსს ბრენდის სტრატეგია და მართვის პრინციპები. ბრენდის სტრატეგიისა და მართვის პრინციპების მასტერკლასის მიზანია ანტრეპრენერებს საკუთარი ბრენდების სწორად გააზრებასა და დიდი ნაბიჯების […]

ცესკოში პარტიული სია 19-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა. ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა. ესენი არიან: „საქართველო“ „გახარია საქართველოსთვის“ „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია „მემარცხენე ალიანსი“ თავისუფალი საქართველო ტრიბუნა „შეცვალე საქართველო“ „ჩვენ“ ქართველ ერთობა „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო „გირჩი“ „საქართველოს […]

“რას ნიშნავს “გამარჯვება” უკრაინულად?”-The Spectator

Editor Dali
0
„ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების პრაქტიკული შედეგი უნდა გახდეს რუსეთის ჯარების გაძევება ქვეყნის ტერიტორიებიდან „ძალადობრივი ან დიპლომატიური საშუალებებით“. იგი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის იდეას. იმავდროულად ყველა ხედავს კიევის განცხადებების შეუსაბამობას: უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა გამარჯვებაზე „დამაჯერებლად“ ლაპარაკობენ, ამ დროს კი რუსეთის ჯარები დონბასში შეუჩერებლად წინ მიდიან“, – ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ The Spectator-ში […]

თიბისის კამპუსი – ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა

Editor Dali
0
თიბისი ზრდის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამჯერად, სტუდენტებისთვის, ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა. თიბისის კამპუსი სტუდენტებს ბიზნესის მიმართულებით სრულად დაფინანსებულ,  სხვადასხვა ონლაინ სასწავლო კურსებს სთავაზობს. პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. შეარჩიეთ და 10 ოქტომბრის ჩათლით დარეგისტრირდით თქვენთვის სასურველი კურსზე: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები მონაცემთა ანალიზი გრაფიკული დიზაინი UI/UX დიზაინი მეწარმეობა და […]

“უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს”-Time

Editor Dali
0
ამერიკულ ჟურნალ „თაიმ“-ში (Time) გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის საიმონ შუსტერის სტატია სათაურით: „უკრაინა ცდილობს დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბიროს“, რომელშიც განხილულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის ზოგიერთი ასპექტი, კერძოდ, დამოკიდებულება პრეზიდენტობის კანდიდატებთან. გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას: მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეშფოთებით აკვირდება აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ არცერთი ხალხისთვის არ არის ფსონები ისეთი მაღალი, როგორც […]