“მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის თაობაზე” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

Editor Dali
0
მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებაშია აღნიშნული. ნათია სულავას განცხადებით, სტრასბურგში საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას, რადგან სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით საქართველოს მოქალაქე და საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს მინიმუმ 400 მოქალაქე და რაც მთავარია, […]

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. დამატებით საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ განახლებული მონაცემები გახდა, რომელიც ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიიღო და დაამუშავა. ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე […]

რამდენ ლარად იყიდით უქმეებზე დოლარს და ევროს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7255 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9803 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

“ზელენსკი რომში: “ომი უკრაინაში 2025 წელს დამთავრდება, მაგრამ მხოლოდ აშშ-ის მტკიცე გარანტიებით”-უცხოური პრესა

Editor Dali
0
“მართალია, აშშ-ში გრიგალ „მილტონის“ გამო ნატოს ლიდერების შეხვედრა რამშტაინში (გერმანია) გადაიდო, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაინც გადაწყვიტა, რომ თავისი ევროპული ვიზიტი გამოეყენებინა. უკრაინის ლიდერი თანახმაა, რომ ცეცხლი შეწყდეს ფრონტზე არსებული საბრძოლო შეხების ხაზის გასწვრივ, მაგრამ ამისათვის აუცილებელია აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე გარანტიები“, – ნათქვამია იტალიური გაზეთის „კორიერე დელა სერას“ (Corriere della Sera) მიერ გამოქვეყნებულ […]

არასწორი ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება – სასამართლომ ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელი დააკმაყოფილა

Editor Dali
0
სასამართლომ საქმეზე – “ალექსანდრე ჭიკაიძე “ტელეკომპანია პირველისა” და სოფო ნიაურის წინააღმდეგ”, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელი დააკმაყოფილა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატების, მარი ცუცქირიძისა და ქეთევან უტიაშვილის განცხადებით, სასამართლომ ტელეკომპანიასა და ჟურნალისტს, ალექსანდრე ჭიკაიძეზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა დაავალა და ასევე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადახდაც დააკისრა. “ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელი “ტელეკომპანია […]

პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცეები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი” – პრემიერი

რატომ უნდა ამ ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა ვიღაცას, ვინც გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციებზე – ეს საკითხი, რა თქმა უნდა, საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს, ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.   მთავრობის მეთაურის თქმით, აქამდე სანქციებთან დაკავშირებით მოთხოვნას დახურულ კარს მიღმა აყენებდნენ, ახლა კი […]

თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს

ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbcpayments.ge სწორედ ასეთი პლატფორმაა, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია რაც ბაზარზე ჩაეშვა. ეს არის გადახდების მართვის ციფრული პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი მრავალი ისეთი სერვისი თუ მომსახურება, რომლებსაც მომხმარებლები ადრე სხვადასხვა ადგილას გაფანტულად […]

ამინდი უარესდება – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11 ოქტომბერს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დიდია წვიმის ალბათობა. […]

,,გახარიას და მის პარტიას შექმნილი აქვს ოფიციალური კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში პარტია „ნაცმოძრაობასთან”-პრემიერი

გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ მას აქვს უკვე მჭიდრო კავშირი ახლა ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა. პრემიერის თქმით, გახარიას და მის პარტიას შექმნილი აქვს ოფიციალური კოალიცია 4 მუნიციპალიტეტში პარტია […]

,,აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”- ირაკლი კობახიძე

აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები. „რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ისეთი თემა, რაზეც საჯაროდ საუბარი არის რთული. არის უამრავი ნიუანსი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, […]

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. მცირე პრობლემებიც მოსალოდნელია, რომლებიც სწრაფად უნდა მოაგვაროთ. ეს განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო საქმეებს ეხება. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ მომავალი კვირის ბიუჯეტი დაგეგმოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენას კბილი დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს ერიდოთ. კურო მიზნის მისაღწევად მეტი უნდა იაქტიუროთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება გეგმების განხორციელებასა და სასურველი შედეგების მიღწევაში […]

26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის და შევქმნათ საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის და შევქმნათ საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ეს არის არა უბრალოდ არჩევნები, არამედ გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, სურს ომი თუ მშვიდობა, მხარს უჭერს ამორალურ პროპაგანდას თუ ტრადიციულ […]