თიბისის ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ

Admin Tamuna
0
ამჯერად, კომპანიის DevOps-ის გუნდმა DevOps-ის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაში, DevOpsDays Portugal-ში მიიღო მონაწილეობა. ეს კონფერენციების სერიაა, რომელიც მსოფლიოს არა ერთ ქალაქში ტარდება და სათავეს 2009 წლიდან იღებს. DevOpsDays-ზე განხილული თემები, ძირითადად, ავტომატიზაციას, ტესტირებას, უსაფრთხოებასა და ორგანიზაციულ კულტურას ეხება, რაც ნემისმიერი მაღალი დონის კომპანიისთვის, შესაბამისად თიბისისთვისაც მნიშვნელოვანია. თიბისიში შექმნილი ერთ-ერთი მიმართულება, DevOps CoE დაახლოებით 50-მდე […]

უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი კი გვიანობამდე იმუშავებს

Admin Tamuna
0
ქართველი გულშემატკივრებისთვის 11 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. „შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, […]

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო გადასასვლელებს კეტავს

Admin Tamuna
0
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოში 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების გამო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელებს კეტავს. ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადასასვლელები 25 -28 ოქტომბერს იქნება ჩაკეტილი.

პრიორიტეტები დასახულია: საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი აქვს – Известия

Admin Tamuna
0
„საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა, რომელშიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დასახელებულია რუსეთთან კონფლიქტის მოგვარება. არჩევნების წინ, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, თბილისიდან შემრიგებლური განცხადებები ისმის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისამართით“, – ნათქვამია რუსეთის გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პრიორიტეტები დასახულია: საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი აქვს“ (ავტორი – ქსენია ლოგინოვა). […]

„შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

Admin Tamuna
0
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი. „შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტური იერია, თითქოს სასადილოს განწყობა […]

გახარიაც და ხაზარაძეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობა“ – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
გახარიაც და ხაზარაძეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული “ნაციონალურ მოძრაობის” ძველი ფლანგი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდში ყოფნისას გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა. მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყო მთლიანად მორღვეული. რაც შეეხება […]

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე Shahed-ების საწყობს დაარტყეს, სადაც 400-მდე დრონი ინახებოდა

Admin Tamuna
0
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ჯგუფმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქში, იესკის რაიონის ოქტიაბრსკის დასახლებასთან Shahed-ების ბაზას შეუტია, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ 400-მდე თავდასხმის დრონი ინახებოდა, ობიექტური მონიტორინგის შედეგებით დაფიქსირდა სამიზნეზე ზუსტი დარტყმა“, – ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის განცხადებაში. თავის მხრივ, კრასნოდარის […]

მეტი განაწილება თიბისისგან

Admin Tamuna
0
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმარებელზე მორგებული, განახლებული პროდუქტი, რომლის მეშვეობით, შეგიძლიათ ნივთის საფასური 36 თვემდე გაანაწილოთ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს ფინანსურ მოქნილობას.   მეტი განაწილებით სარგებლობა მარტივის: ლიმიტი: პირველ რიგში, თქვენი მობაილ ბანკიდან დაამტკიცეთ განაწილების ლიმიტი. მეტი განაწილება: სალაროსთან […]

10 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

Admin Tamuna
0
„ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +24 გრადუსი იქნება. დასავლეთ […]

„ჰეზბოლას“ მორიგ იერიშს ისრაელზე მსხვერპლი მოჰყვა

Admin Tamuna
0
„ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 150 რაკეტა გაუშვა. BBC-ს ცნობით, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა – წყვილი ძაღლთან ერთად სეირნობდა, როდესაც მათ სიახლოვეს ჭურვი აფეთქდა. ეს პირველი შემთხვევაა ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის ბოლო ესკალაციის დროს, როდესაც ლიბანური დაჯგუფების იერიშს მსხვერპლი ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაში მოჰყვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ მათი სამიზნე კირიათ შმონაში […]

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მშვენიერი დღეა მგზავრობისთვის. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ, უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში კი სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან შესაძლოა, თქვენი მოტყუება სცადონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 10 ოქტომბერს დრო თვითგანათლებას და ახალი უნარების ათვისებასაც დაუთმოთ, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. კურო ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ადრე შესრულებული სამუშაოს შედეგებით დატკბეთ. შესაფერისი დროა იმისთვის, რომ კარიერაზე […]

„ირანი ვერ გაიგებს რა დაემართა და როგორ“- იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმა ირანზე ლეტალური, ზუსტი და განსაკუთრებით მოულოდნელი იქნება. „ირანი ვერ გაიგებს რა დაემართა და როგორ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. იოავ გალანტის თქმით, გასულ კვირას ირანის დარტყმა აგრესიული იყო, თუმცა არაზუსტი