ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს მშვიდობის დასაცავად, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის დასაცავად -კახა კალაძე

Editor Dali
0
აჭარა ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ასეა დღესაც , – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კახა კალაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც მისი თქმით, დგას დღეს ქვეყანა. “ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არა მხოლოდ საქართველოში, ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ, […]

ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს -ცესკო

Editor Dali
0
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკო-მ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა. როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში […]

ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პირადი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების, მუქარის მიუხედავად, პოლიტიკაში ჩართულიყო, მისი ქმედება ეროვნული საქმის მსახურების საუკეთესო მაგალითია -ირაკლი ღარიბაშვილი

Editor Dali
0
26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს აჭარა და გაიმარჯვებს საქართველო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა, ჩემი მთავარი სათქმელი 2012 წლის მოვლენების გახსენებით დავიწყო, როცა ქვეყანას სამუდამოდ ჩამოვაშორეთ საკუთარი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მტერი, მოძალადე, ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული რეჟიმი, […]

 “გახარიას მსგავს დიქტატურისკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ელემენტებს ჩემს გადაწყვეტილებებზე გავლენა არასდროს ჰქონიათ”-კახა ბექაური

Editor Dali
0
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას პერსონალურ მუქარად და შანტაჟად მიიჩნევს. ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში მსგავსი დიქტატორული მანერა არაერთი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსისგან ყოფილა, თუმცა მის გადაწყვეტილებებზე გავლენა არ მოუხდენია. „გახარიას მცდელობა აქვს მედიის მარეგულირებელ დამოუკიდებელ ორგანოს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა მოახდინოს მუქარის და შანტაჟის გზით. […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ოქტომბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7257 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9803 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9885 ლარს შეადგენდა. […]

ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა საკითხი, კომისიის ფარგლებში საზოგადოება ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს -გიორგი გახარია

Editor Dali
0
ძალიან სახიფათო ველზე შედიან, რადგან უკვე ვიწყებ ფიქრს, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა საკითხი, რაც „ქართულ ოცნებაში“ ჩამოთვალეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა. გიორგი გახარიას მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადების თაობაზე დაუსვეს კითხვა. გახარიას თქმით, დარწმუნებულია, საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება მისთვის საინტერესო ბევრ რამეს გაიგებს. […]

 უცხოელები თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ, ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, ჩვენი ღირებულებების სადარაჯოზე დგას -მეუფე სტეფანე

Editor Dali
0
უცხოელები გვეუბნებიან, რომ წამოგვყევით ჩვენ და თითებს უქნევენ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით და სოდომური ცოდვის საწინააღმდეგოდ. თითებს უქნევენ, თქვენ ეს კანონი რომ მიიღეთ, ამის გამო დაისჯებით, ვერ შემოხვალთ ჩვენთან და ათას რაღაცას მიედ-მოედებიან. თვალნათლივ ჩანს, ისინი გვაიძულებენ, მოლაპარაკებებში რომ შემოვიდნენ, ამიტომ ჩვენ აუცილებლად სოდომური ცოდვის პროპაგანდას გზა უნდა გავუხსნათ საქართველოში, – ამის […]

 სიცრუეა ანა წითლიძის განცხადება “ენგურჰესის” თანამშრომლებისთვის პირადობების ჩამორთმევაზე, აბსურდია ინფორმაცია ენგურის ხიდის დაკეტვის შესახებ ოკუპანტებთან მოლაპარაკებაზე-“ენგურჰესი”

Editor Dali
0
„ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადება სრული სიცრუე, – ამის შესახებ „ენგურჰესის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ფიზიკურად ვერ იარსებებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და შპს „ენგურჰესის“ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა. შესაბამისად, ანა წითლიძის […]

მდინარაძემ რაც თქვა, ან ტყუილია, ან გამოდის, რომ ისინიც აგენტები არიან, ოღონდ ამ მთელ აგენტურულ თამაშში რაღაცნაირად სხვა როლს თამაშობენ -რაქვიაშვილი

Editor Dali
0
პირდაპირი გაგებით თუ გავიგებთ იმას, რაც მდინარაძემ თქვა, იმხელა არის საჯარო ინტერესი, რომ უნდა ითქვას, ვისი აგენტები არიან, საუბრობენ უცხოურ ძალებზე, ეს კანონით აკრძალულია, ეს ხალხი კრიმინალები გამოდიან და „ქართული ოცნება“ უცხოეთიდან მართულ ამ მასობრივ და ორგანიზებულ კრიმინალს ეგუება?, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით […]

თიბისის ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ

Admin Tamuna
0
ამჯერად, კომპანიის DevOps-ის გუნდმა DevOps-ის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაში, DevOpsDays Portugal-ში მიიღო მონაწილეობა. ეს კონფერენციების სერიაა, რომელიც მსოფლიოს არა ერთ ქალაქში ტარდება და სათავეს 2009 წლიდან იღებს. DevOpsDays-ზე განხილული თემები, ძირითადად, ავტომატიზაციას, ტესტირებას, უსაფრთხოებასა და ორგანიზაციულ კულტურას ეხება, რაც ნემისმიერი მაღალი დონის კომპანიისთვის, შესაბამისად თიბისისთვისაც მნიშვნელოვანია. თიბისიში შექმნილი ერთ-ერთი მიმართულება, DevOps CoE დაახლოებით 50-მდე […]

უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი კი გვიანობამდე იმუშავებს

Admin Tamuna
0
ქართველი გულშემატკივრებისთვის 11 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. „შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, […]

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო გადასასვლელებს კეტავს

Admin Tamuna
0
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოში 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების გამო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელებს კეტავს. ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადასასვლელები 25 -28 ოქტომბერს იქნება ჩაკეტილი.