იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული დათო ადეიშვილ-თავართქილაძე. მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქართველი კაცი ადგილობრივ დაჯგუფებასთან ერთად მოქმედებდა – ისინი თავს ყოფილ დამსაქმებელს დაესხნენ, სცემეს ისიც და მისი მეუღლე და შვილიც. ცნობილია, რომ შემთხვევა ოჯახში, ბავშვების თანდასწრებით, მოხდა. როგორც ირკვევა, თავდასხმის მიზეზი სახლიდან ძვირფასი ნივთებისა და ფულის […]

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლო – იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება – ვილი სანიოლი

უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი – იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არ არის – მთავარია, ალბანეთთან მატჩი უკეთ დაიწყოს და დავალებები შესრულდეს. “უკრაინასთან ცუდად დავიწყეთ თამაში და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. იმედია, […]

უწყების მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში. როგორც უწყება აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შევიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს. ასევე, შსს განვმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

რუსებმა კურსკში 9 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს – უკრაინული მედია

რუსებმა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდილი 9 უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ Deepstate-სა და ქვეყნის ომბუდსმენზე, დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს. Deepstate-ს ცნობით, უკრაინელი ტყვეები დასახლება ზელიონი შლიახის ტერიტორიაზე დახვრიტეს. ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დიმიტრი ლუბინეციც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები არის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობასთან დაკავშირებით ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა. „კიდევ ერთხელ გავუგზავნე წერილები გაერო-ს […]

კურსკში რუსები ჩვენი პოზიციების უკან დახევას შეეცადნენ, მაგრამ ხაზებს ვიცავთ – ვოლიდიმირ ზელენსკი

რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, მაგრამ უკრაინული მხარე ახერხებს თავდასხმების მოგერიებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „იყო რუსეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების უკან დახევის მცდელობები, მაგრამ განსაზღვრულ ხაზებს ვიცავთ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, მისი მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები წარმატებებს აღწევენ პოკროვსკის მიმართულებით პოზიციების დაცვის კუთხით დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით კი, სადაც […]

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე რომ გქონ­დეთ, შე­ე­ცა­დეთ სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დოთ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სას საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩხუბს და კო­ლე­გებ­თან კონ­ფლიქტს მო­ე­რი­დეთ. ებ­რძო­ლეთ სი­ზარ­მა­ცის შე­ტე­ვებს. ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა ან მივ­ლი­ნე­ბა. კურო   უნდა გა­და­ხე­დოთ თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს, შეც­ვა­ლოთ მიდ­გო­მე­ბი გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა უფრო ეფექ­ტუ­რად შე­ას­რუ­ლოთ თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ეს ად­ვი­ლი არ იყოს, მაგ­რამ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა ამ […]

,,არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი”- გიორგი ვაშაძე

არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი, ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „არ ვიცი, მისი პოზიციაა. არ ვიცი, რას გულისხმობს, ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში, ამიტომ ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იმდენად მცირე დროა […]

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს და მატარებლების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს.

„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან”- „კოალიცია ცვლილებისთვის“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის დასახელებასთან დაკავშირებით. როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია ქარტიასთან. „პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან“. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“, – აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს […]

„ვაი, თქვენს პატრონს! – მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული “პროკურატურისგან”-მიხეილ სააკაშვილი

Editor Dali
0
გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებას და პროკურატურის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.  სააკაშვილი პროკურატურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თარგამაძის კონტროლის და თვალთვალის ბრძანება ყოფილმა პრეზიდენტმა გასცა, ამაზრზენს უწოდებს. „ვაი, თქვენს პატრონს! მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული „პროკურატურისგან“. აი, ამ აბსურდულმა და ამორალურმა ბრალდებამ უნდა დაგანახოთ, რომ ყველა სხვა საქმე ჩემს მიმართ, […]

ქარიშხალმა მილტონმა შესაძლოა შეცვალოს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების სცენარი – ავთანდილ წულაძე

Editor Dali
0
ქარიშხალი მილტონი, რომელიც ფლორიდის შტატს დაატყდა თავს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა გამოეყენებინა ქარიშხალი ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის. მან ეს გააკეთა ჩვეული წესით, სიცრუისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებით. კამალა ჰარისისა და დემოკრატიული პარტიისთვის ტრამპის საქციელი ნამდვილი საჩუქარი გახდა. ფაქტია, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიის წარმატებული დაწყების შემდეგ, მის შტაბში კრიზისი გაჩნდა. […]