თუ ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან – ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ – თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ლუქსემბურგში, […]

როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ – პრემიერი

Admin Tamuna
0
დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, მე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.   როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს დღეს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ.   „სანქციების დაწესება არ არის აქტუალური საკითხი. […]

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Editor Dali
0
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. მისამართი: სასტუმრო ROOMS, კოსტავა ქუჩა #14 მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com სტარტაპ აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი. […]

სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება -განათლების სამინისტრო

Editor Dali
0
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, მოსწავლეთა […]

ბათუმის გმირთა ხეივანი FIABCI-Georgia-ს ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია

Editor Dali
0
ბათუმში, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას, „FIABCI-Georgia Prix d’ExcellenceAwards 2024”-მ უმასპინძლა. „FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards 2024″-ის ნომინაციაში – საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურა, ბათუმის გმირთა ხეივანმა გაიმარჯვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს სპეციალური პრიზი FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა რამონ რიერამ გადასცა. საქართველოს უძრავი ქონების საუკეთესო პროექტები ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა. დაჯილდოებაში მონაწილეობა უძრავი ქონების სფეროს 150 წარმომადგენელმა მიიღო. […]

ახალი დანიშნული ვიყავი კულტურის მინისტრად, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, დააფინანსებთო -თეა წულუკიანი

Editor Dali
0
ახალი დანიშნული ვიყავი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, დააფინანსებთო, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. წულუკიანის თქმით, საქართველოს რომელიმე ელჩმა რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მეორე დღესვე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ. „მინისტრის […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Editor Dali
0
 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ­დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თიანეთი, სოფელი ბინდაურთაა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა. 

„ჰეზბოლას“ თავდასხმას ისრაელში 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა

Editor Dali
0
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი. BBC-ს ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე მოწყობილ თავდასხმებზე. „ჰეზბოლაში“ ასევე აზუსტებენ, რომ თავდასხმისთვის დრონები გამოიყენეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

Editor Dali
0
ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა. „უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი […]

14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა – უფლის კვართის დღესასწაული

Editor Dali
0
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს,  “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს,  სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.  სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. 14 ოქტომბერს , საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია,  ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად […]

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი დღე ხელ­საყ­რე­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის. შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ და­მა­ტე­ბი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბამ. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ სამ­სა­ხურს, არა­მედ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­საც. ზო­გი­ერთ მათ­განს შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დეს. დღეს მო­გი­წევთ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა და კომ­პრო­მი­სის პოვ­ნა. კურო 14 ოქ­ტომ­ბერს სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი გე­ლო­დე­ბათ მე­გო­ბარ­თან ან თა­ნა­მო­აზ­რეს­თან. ან შე­იძ­ლე­ბა მოგ­თხო­ვონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ან მისი მო­წყო­ბა. კარ­გია დღეს […]

იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული დათო ადეიშვილ-თავართქილაძე. მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქართველი კაცი ადგილობრივ დაჯგუფებასთან ერთად მოქმედებდა – ისინი თავს ყოფილ დამსაქმებელს დაესხნენ, სცემეს ისიც და მისი მეუღლე და შვილიც. ცნობილია, რომ შემთხვევა ოჯახში, ბავშვების თანდასწრებით, მოხდა. როგორც ირკვევა, თავდასხმის მიზეზი სახლიდან ძვირფასი ნივთებისა და ფულის […]