ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს

Editor Dali
0
ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს. ამის შესახებ  ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილობით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც 17-18 ოქტომბერს მიგრაციის საკითხის განხილვას გეგმავენ. წერილში ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკომისია ახალი მანდატის დაწყებისთანავე გეგმავს, განიხილოს ათი საკითხი, რათა დაეხმაროს ევროკავშირის წევრებს მიგრაციულ გამოწვევებთან გამკლავებაში. ევროკომისიის […]

თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე – ირაკლი კობახიძე

თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება ურთიერთპატიების გარეშე და გაჟღერებული გზავნილი ძალაშია. „როდესაც საუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე, მინდა გავიხსენო, რომ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს შექმნის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის სწორედ მას და ის, რომ დღეს ეს რეგიონი არის აღჭურვილი თანამედროვე რესპუბლიკური საავადმყოფოთი, არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. რაც შეეხება ბოდიშის თემას, ჩვენ თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე. შესაბამისად, ძალაშია ის გზავნილი, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა – ჩვენ თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ერთადერთი გზა არის ურთიერთშერიგება და ურთიერთშერიგებისკენ ერთადერთი გზა არის ურთიერთპატიება ხალხებს შორის. ბუნებრივია, ე.წ. ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ თუ გვსურს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ვერ მოხდება ურთიერთშერიგებისა და შესაბამისად, ურთიერთპატიების გარეშე,”- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოსა და მოლდოვას შედარება, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი – პრემიერი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე

ეს განცხადებები არის დროებითი, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ არ გავამახვილებთ – დასრულდება ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.   პრემიერის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას ერთმანეთთან შედარება […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 ოქტომბერს

Editor Dali
0
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7274 ლარი ეღირება, ევრო – 2.9742 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5688 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7263 ლარი ღირდა, ევრო – 2.9804 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5600 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 ოქტომბერს […]

 როდესაც ქართველ ხალხს ფაქტების დამახინჯებით აწვდი ინფორმაციას და ამ ყველაფერს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აკეთებ, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში -არჩილ გორდულაძე

Editor Dali
0
ძალიან საინტერესოა, ბრიტანეთის ელჩს „უორდროპის ფორმატის“ შეჩერება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე რატომ გაახსენდა მაშინ, როდესაც ასეთი შეხვედრა წელიწადში ერთხელ იმართება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძის თქმით, აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე წლის ივნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრიტანეთში მიმდინარე არჩევნების გამო არ გაიმართა. „რატომ გაახსენდა გადადებული შეხვედრა 26 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე? არის თუ […]

ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება – რომან გოცირიძე

Admin Tamuna
0
ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან საქართველოს მიმართ მოდის ჩანს, რომ „ქართული ოცნება” რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და უნდა წავიდეს მმართველობიდან. „ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან – […]

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – ხუთშაბათის შეხვედრები, ქუთაისში გაიმართება

Admin Tamuna
0
ხუთშაბათის შეხვედრები 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში დაბრუნდება ახალი სერიით და ამჯერად მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები იქნებიან: ანდრო დგებუაძე, გიორგი სიმონგულაშვილი (GEC Consulting-ის მმართველი პარტნიორი) და ზვიად აბულაძე (ნოვას დამფუძნებელი). საღამოს მთავარი თემა იქნება ორგანიზაციული ზრდის გამოწვევები. შეხვედრის ფარგლებში სპიკერები ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე რომელსაც ბიზნესის დამფუძნებლები თუ მენეჯერები აწყდებიან კომპანიის ზრდის პროცესში – რა […]

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება […]

კრებსითი „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს პოლიტიკური სივრცის დაბინძურებას – „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“

Admin Tamuna
0
კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას და პოლიტიკური სივრცის დაბინძურებას, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლებას უწევს გარე და შიდა მტრების მოგერიება, რომელთა სურვილია საქართველო ომში ჩაითრიონ. ვატო შაქარიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ დანაპირების აღსრულება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას უკავშირდება, გართულდება იმ პირობებში სანამ არსებობს თუნდაც ერთი მოქალაქე, რომელიც ამ პარტიას ხმას […]

საბედისწერო არჩევნები ევროპის „უკანა ეზოში“: რუსეთი ცდილობს მოლდოვა და საქართველო თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს – Stuttgarter Zeitung

Admin Tamuna
0
გერმანული გაზეთი „შტუტგარტერ ცაიტუნგი“ (Stuttgarter Zeitung – იბეჭდება ქალაქ შტუტგარტში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, 1945 წლიდან. ტირაჟი – 200 ათასი ეგზ.) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საბედისწერო არჩევნები ევროპის „უკანა ეზოში“: რუსეთი ცდილობს მოლდოვა და საქართველო თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს, ევროკავშირი კი კრემლის მოქმედებას საკვირველი თავშეკავებით უყურებს“ (ავტორი – კნუტ კრონი). ევროპა რომ შიშით უყურებს შორეულ აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო […]

ჩვენ ისევე ვჭირდებით ევროკავშირს ეკონომიკურად, როგორც ჩვენ გვჭირდება ის – ეკა სეფაშვილი

Admin Tamuna
0
„ყველაზე მნიშვნელოვანია ის გლობალური პროექტები, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩაბმული. ეს არის ჩვენი ერთგვარი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ერთნაირად მნიშვნელოვანი ვიყოთ როგორც აღმოსავლეთისთვის, ასევე – დასავლეთისთვის“, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაზე საუბრისას. მისი თქმით, ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ენერგოგადამცემი და ასევე, ციფრული კაბელის მშენებლობა, რომელმაც შავი ზღვის […]

21-წლამდე ნაკრები დღეს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

Admin Tamuna
0
საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები UEFA-ს 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. რამაზ სვანიძის გუნდი C-ჯგუფში 16 ქულით მესამე ადგილს იკავებს. U21 | შემადგენლობა მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი). მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის […]