1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,ჩემთან იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო, ტრანზიციული ძალა ვიქნებით”- სალომე ზურაბიშვილი
,,ჩემთან იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო, ტრანზიციული ძალა ვიქნებით”- სალომე ზურაბიშვილი

,,ჩემთან იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო, ტრანზიციული ძალა ვიქნებით”- სალომე ზურაბიშვილი

359
0

ჩემთან იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო, ტრანზიციული ძალა ვიქნებით, მაგრამ ახალ არჩევნებამდე მისვლა გვჭირდება, – ამის შესახებ  სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

“საქართველოს არცერთმა დემოკრატიულმა პარტნიორმა არ აღიარა ეს არჩევნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ტექნიკურ მისიას აგზავნიან, რომელიც ახალი არჩევნების მომზადებაში დაგვეხმარება.

დღეს [პოლონეთის] პრეზიდენტ დუდას ველაპარაკები და ხვალ ევროკომისიის ახალარჩეულ წარმომადგენლებს ველაპარაკები და ამ დღეებში ჩემს ყველა კოლეგას დაველაპარაკები.

დავრჩები ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ძირითად და ლეგიტიმურ კონტაქტად, ვინაიდან საქართველოში სხვა ლეგიტიმური ძალა არაა. ჩემთან იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო. ჩვენ ვიქნებით ამ ქვეყანაში ტრანზიციული, სტაბილური ძალა, მაგრამ არჩევნებამდე მისვლა გვჭირდება, ვინაიდან რაიმე ტრანზიციულის შენარჩუნების საკითხი არ არსებობს, რომელიც ქართული საზოგადოების ლეგიტიმურ მხარდაჭერას არ მიიღებს.

რაც შეეხება ჩემს ხმას, რაც ჩემი ერთადერთი ძალაა – ეს სიმართლეა – ნათელია, რომ ეს ერთადერთი ხმაა, რომლის გაგონებაც დღეს საქართველოს მოსახლეობას სურს და დღეს სავარაუდოდ ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ვარ ამ ქვეყანაში და ვაპირებ ამ მოსახლეობის ერთგული დავრჩე,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.