„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-მდე დასაქმებული

Editor Dali
0
პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნაკადზე, სასწავლო პროცესში, დამატებით 400-მდე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით. პროგრამის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია 8 ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რომელთაგან 800-მდე […]

ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საარჩევნო შტაბი ექნება შექმნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
უწყებათაშორისი კომისიის საბჭოში მონაწილეობისთვის მიწვეული არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, არცერთი მათგანი არ იღებს სხდომაში მონაწილეობას, უკვე ექვსი სხდომა ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, მოსყიდვასთან თუ სხვა რამესთან დაკავშირებით თუ რაიმე მონაცემები აქვთ, მივიდნენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში და წარადგინონ. „უწყებათაშორისი კომისიას რაც შეეხება, შევახსენებ […]

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს, მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ფულის ჩარიცხვით, არამედ მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებს, მათი პასუხისმგებლობა არ მთავრდება ორგანიზაციისთვის ფულის ჩარიცხვით, არამედ მოიცავს ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის, მათი მედიის და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები ამყარებს აზრს, რომ მზადდება 2020 წლის სცენარის გამეორება და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის ყალბი საბაბის შექმნა. „ამიტომ, განსაკუთრებით მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციების […]

ოპოზიციამ ვერ შეძლო, ისტერია შემოეტანა წინასაარჩევნო გარემოში – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
ყალბი ჩანაწერების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ შექმნან ყალბი ამბავი, რომელიც გამოიწვევს ემოციურ რეაქციებს საზოგადოებაში და შესაბამისად, მოახდენს გავლენას მათ ნებაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, არის მცდელობა ისეთი საინფორმაციო ველის შექმნის და დამკვირვებლების დარწმუნების, თითქოს საარჩევნო პერიოდში საქართველოში რაღაც ხდება. „მიზანი მარტივია, წინასაარჩევნო გარემო არის […]

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Admin Tamuna
0
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას პროდუქტის განვითარებისა და ვალიდაცის მიმართულებით, იმუშავებენ მომხმარებლის სეგმენტაციაზე, […]

სუს-ი ივანიშვილის პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა და არჩევნებამდე სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას, რათა მოსახლეობაში შიში დანერგოს – ნათია მეზვრიშვილი

Admin Tamuna
0
ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, – ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სუს-ის განცხადება. მეზვრიშვილის თქმით, ასეთი დაშინების ინსტრუმენტები არჩევნებამდე მრავლად იქნება, მაგრამ საზოგადოება არ უნდა შეშინდეს. „სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და […]

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს, ისინი ბოროტმოქმედებასა და დანაშაულს ჩადიან – გოგა ხაინდრავა

Admin Tamuna
0
ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს ფაშისტურ რეჟიმს, პასუხისმგებლობა აკისრია და აუცილებლად მოეკითხება, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვინც ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს ისინი ბოროტმოქმედებასა და დანაშაულს ჩადიან, ისინი ქმნიან პირობას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლისა და ქვეყნის დანგრევის“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, კრებსითი „ნაცმოძრაობა“ […]

ჩეხეთის მრეწველობა რუსული ნავთობის იმპორტით კრემლს ამდიდრებს?! – რას წერს Politico

Admin Tamuna
0
ჩეხეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირეა ევროპის ქვეყნებს შორის, მაგრამ მისმა ნავთობგადამამუშავებელმა მრეწველობამ მთელი ომის განმავლობაში რუსეთს, ციმბირული ნავთობის იმპორტში, ხუთჯერ მეტი თანხა მისცა, ვიდრე უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების საფასურია. – ნათქვამია სტატიაში, რომელსაც ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) აქვეყნებს თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) სათაურით „ჩეხეთის მრეწველობა რუსული ნავთობის იმპორტით კრემლს ამდიდრებს?!“ (ავტორი – გაბრიელ […]

ჩემი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია – რას ჰყვებიან BBC-სთან ფრონტისპირა ქალაქ პოკროვსკის ჯარისკაცები

Admin Tamuna
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს რეპორტაჟს ფრონტისპირა ქალაქ პოკროვსკიდან სათაურით „ჩემი სახლის ირგვლივ ყველაფერი გადამწვარია. მეზობლები დაიღუპნენ“ (ავტორი – იოგიტა ლიმაიე, სანჯაი განგული, ანასტასია ლევჩენკო). გთავაზობთ პუბლიკაციას: „ბიბისის“ გადამღები ჯგუფი დონეცკიდან 60 კილომეტრზე მდებარე მეშახტეთა ქალაქ პოკროვსკთან ახლოს დისლოცირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე განსაკუთრებული საჰაერო-სადესანტო ბრიგადას ეწვია. „ფრონტის ეს ხაზი ყველაზე სახიფათოა“, – ამბობს […]

ჩვენ ამ არჩევნებზე მილიონზე მეტი ხმის მიღებას ვაპირებთ – პრემიერი

Admin Tamuna
0
საჯარო მოხელეების რესურსი და არც მათი ოჯახები არჩევნების მოგებას არ ეყოფა – დარწმუნდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს არა მხოლოდ საჯარო მოხელეთა კორპუსის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, „არის თუ არა საჯარო მოხელეების რესურსი ის, რისი იმედიც აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოსაგებად“. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის […]

ჩაივლის ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან – პრემიერი

Admin Tamuna
0
ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. პრემიერის თქმით, ეს განცხადებები დროებითია. „ეს განცხადებები არის დროებითი. რაც შეეხება არჩევნებს და ტესტს, ამ ტესტს საქართველო კიდევ ერთხელ ჩააბარებს უმაღლეს დონეზე, განსხვავებით […]

ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით – პრემიერი

Admin Tamuna
0
ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები ხელს უშლიან დემოკრატიული სისტემის ჯანსაღი ფორმით ფუნქციონირებას. „ყველამ იცის, რომ მთლიანად ოპოზიცია და ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით, ფინანსდება შავი ფულით. ეს არ არის ახალი […]