ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

Admin Tamuna
0
ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, – აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული […]

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი, სეტყვა და მთაში თოვლი“ – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის […]

,,ივანიშვილის მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა”- სალომე ზურაბიშვილი

თეა მოსაშვილი
-1
[საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალება] შესაძლოა გეგმა იყოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ აქვს, რაც უფრო მჭიდრო გახდა. “შეთქმულების თეორიებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ეს შეიძლება გეგმა იყოს. შესაძლოა ის იყოს, რომ [ივანიშვილის] მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა… […]

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი საქმიანი თვისებები, გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს. მოსალოდნელია ძველი სასიყვარულო ურთიერთობის განახლება. შეეცადეთ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ცხოვრების მიმართ დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ. კურო ამ დღეს მოვლენების შუაგულში უნდა იტრიალოთ და სიახლეებს თვალი უნდა ადევნოთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, რომ მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ და ფინანსური და […]

პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ სამხედრო კონფლიქტის რისკის წინაშე – შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე

ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. მათ შორის, ჩვენი უცხოელი ზოგიერთი აქტორი ამას არ ადასტურებდა ხოლმე ან გაურბოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემას. გავიდა ორ წელიწად-ნახევარი და პირდაპირ რეზოლუციაში გაეპარათ, თუ როგორ აღმოჩნდა არ ვიცი, ჩანაწერი, რომლითაც პირდაპირ ითხოვენ საქართველოსგან, რომ ჩამოვაქციოთ ჩვენი ეკონომიკა და საქართველო დავაყენოთ […]

,მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს”- ჰელსინკის კომისია

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში. განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, […]

“ლაშქრობანი მოსკოვზე და მსოფლიო წესრიგი”-Sabah

Editor Dali
0
შვედეთის მეფის კარლ XII-ისა და საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ I-ის რუსული ლაშქრობების შედეგები დასავლეთის იმის გაკვეთილია, რომ მისი მიზნები ჩასაფუშად არის განწირული. ამასობაში კი ინგლისელები სიტუაციას აკვირდებიან, ხელებს სიამოვნებისაგან იფშვნეტენ და ელოდებიან მომენტს მსოფლიოს ხელახლა დასანაწილებლად მათთვის სასურველი და მოსახერხებელი ფორმით. არაფერი არ შეცვლილა – წარსული ჩვენს გვერდითაა“, – ნათქვამია თურქულ გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) დაბეჭდილ სტატიაში […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 ოქტომბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0131 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9567 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9742 ლარს შეადგენდა. […]

თიბისის ტექ ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის — შევხვდებით 18-20 ოქტომბერს

Editor Dali
0
ტექნოლოგიურ სამყაროში ჰაკათონების პოპულარობა და მნიშვნელობა ელვისებურად იზრდება, რადგან ისინი ინოვაციური იდეების განხორციელების, გუნდური მუშაობისა და კრეატიულობის გამოჩენის შესანიშნავი საშუალებაა. ნებისმიერი მაღალი დონის ჰაკათონი არა მხოლოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნის პროცესში ეხმარება მონაწილეებს, არამედ დამწყები ტექ ენთუზიასტების განვითარებას და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.  თიბისი, რომელიც ტექნოლოგიურ ინიციატივებში აქტიურად მონაწილეობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი […]

საქართველო და მოლდოვა ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან -შარლ მიშელი

Editor Dali
0
საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში, რომლითაც მიშელმა ლიდერები 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიწვია. „ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რამდენიმე საკითხს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და საქართველოში. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, – […]

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

Editor Dali
0
საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის  პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში […]

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“: 800-ზე მეტი კურსდამთავრებული და 100-მდე დასაქმებული

Editor Dali
0
პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.  შემოდგომის ნაკადზე, სასწავლო პროცესში, დამატებით 400-მდე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით. პროგრამის დაწყების დღიდან, 15 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია 8 ტექნოლოგიურ პროგრამაზე, რომელთაგან 800-მდე […]