რა ეღირება დოლარი და ევრო 18 ოტრომბერს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7171 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9567 ლარს შეადგენდა. […]

მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

Admin Tamuna
-1
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გააცნო. მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს და მოუწოდებს, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მომავლისკენ გაიხედონ. „მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა. ოლიგარქი, როგორც […]

ოპოზიცია შეეცდება, ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანოს, თუმცა შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე დგანან – თბილისის მერი

Admin Tamuna
0
რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, ქვეყანაში დაძაბულობა, დაპირისპირება, არეულობა შემოიტანოს, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შესაძლო გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, […]

ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა

Admin Tamuna
0
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა. უკრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ევროპის ერთობა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპელი ხალხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „ჩვენ „მშვიდობის ფორმულის“ ფარგლებში ოთხი შეხვედრა გავმართეთ. მეხუთე დღეს საფრანგეთში ჩატარდება. მასპინძლობისთვის საფრანგეთის მადლობელი ვარ. ჩვენ ნოემბერში სრულფასოვან დოკუმენტს შევიმუშავებთ, რომელიც „მშვიდობის ფორმულაზე“ იქნება დაფუძნებული და მას […]

მივმართავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეაფასონ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დარღვევების იგნორირება -გივი მიქანაძე

Editor Dali
0
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიცია, მათთან დაკავშირებული სუბიექტები გადავიდნენ რადიკალურ ქმედებებზე, რაც გამოიხატება წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ ხელის შეშლის კონტექსტში. როგორც მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს განსაკუთრებით ეხება „ქართული ოცნების“ კუთვნილი წინასაარჩევნო ბანერების დაზიანებას და საარჩევნო რგოლების არგაშვებას. გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე ისაუბრა და ამ […]

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ წარმოგიდგენთ ოქტომბერ-ნოემბრის სპექტაკლებს

Editor Dali
0
თეატრი „სახელოსნო 42“ ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით – კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.   თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და Visa. თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.   გაეცანით […]

,,გუშინდელი“ მოძალადეები ვერ შექმნიან ვერაფერ ღირებულს, ,,მევახშეებისაგან“ უსახლკაროებზე ზრუნვა ადამიანურობის დაცინვაა, ვითომ „გაახლებულების“ ყველაფერი ქართულის სიძულვილი ვერ გადაიფარება ,,როთების“ უღმერთოებით -ზაალ მიქელაძე

Editor Dali
0
„გონიერება ქართველ კაცს არასოდეს აკლდა. ყოველთვის ქვეყნისთვის რთულ ტურბულენტურ პერიოდში იღებდა სწორ გადაწყვეტილებას“, – წერს სოციალურ ქსელში, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ზაალ მიქელაძე და მოუწოდებს ამომრჩეველს 26 ოქტომბერს მხარი დაუჭიროს ქვეყნის მშვიდობიან და ღირსეულ მომავალს. „ჩემო თანამოქალაქენო! მოგმართავთ საარჩევნო კამპანიის მიწურულს – თქვენ ქმნით ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ,,გუშინდელი“ მოძალადეები ვერ შექმნიან ვერაფერ ღირებულს, ,,მევახშეებისაგან“ უსახლკაროებზე […]

მომავალი არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი, ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რომელი გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება -ჯოზეფ ბორელი

Editor Dali
0
მომავალი არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი, ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რომელი გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ ევროპისგან დაშორება – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა. „რაც შეეხება საქართველოს, სინამდვილეში არის დემოკრატიული უკუსვლა. მომავალი არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი და ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი […]

თიბისის ტექსკოლაში 600-მა უფროსკლასელმა ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო

Editor Dali
0
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც მთელი საქართველოდან უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები თიბისის სრული დაფინანსებით. ტექსკოლის მე-4 სემესტრზე ჯამში 1123 უფროსკლასელი დარეგისტრირდა, კონკურსის საფუძველზე, მათგან 600 მოსწავლე შეირჩა, რომლებიც მომავალი სამი თვის განმავლობაში ტექნოლოგიებს უფასოდ შეისწავლიან. თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით გასულ წელს დაარსდა და მთელი საქართველოდან, 2000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია, რომ […]

 უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები გარკვეული არეულობის მოსაწყობად ემზადებიან -გიორგი ვოლსკი

Editor Dali
0
უსამშობლო ოპოზიციური სუბიექტები ემზადებიან გარკვეული არეულობის მოსაწყობად, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მშვიდობიან პოლიტიკას რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა დაუჭიროს მხარი. „არის ქვეყნები ჯგუფი, რომლებსაც, რასაკვირველია, ხელისუფლების შეცვლა აწყობთ, იმიტომ რომ ისინი ჰპირდებიან, რომ შეასრულებენ ყველაფერს, რასაც უბრძანებენ. და არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტი. აი ამ […]

ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება -კამალა ჰარისი

Editor Dali
0
ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. კამალა ჰარისმა პირველად მისცა ინტერვიუ „Fox News“-ს, სადაც არალეგალური იმიგრაციისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შესახებ ისაუბრა. „მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა, ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება. როგორც ყოველი ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა თანამდებობაზე, მე მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ […]

ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, კრემლის ნარატივია – რასა იუკნევიჩიანე

Admin Tamuna
0
ევროპისა და კრემლის მომხრე ერთდროულად ვერ იქნები – ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის ომზე ამბობს, რასაც ის და სხვა ოფიციალური პირები ევროპარლამენტის შესახებ ამბობენ, კრემლის ნარატივია – ევროკავშირის ინსტიტუტებზე თავდასხმა და არადემოკრატიული ქცევა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს. ევროპარლამენტარის განმარტებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არის „უმნიშვნელოვანესი […]