საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – ევროკავშირის 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები

Admin Tamuna
0
ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, – ამის შესახებ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე თქმით, [ევროკავშირის] კარი ღიაა და ღია დარჩება. „ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირის წევრად. […]

არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც რომელიმე სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას – შსს

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას. ამით სამინისტრო გამოეხმაურა ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა […]

ლიბანში საჰაერო იერიშები განვახორციელეთ ფინანსურ ჯგუფზე, რომელიც ასობით მილიონ დოლარს ფლობს „ჰეზბოლას“ იარაღის შესაძენად – ისრაელის თავდაცვის ძალები

Admin Tamuna
0
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ლიბანის დედაქალაქ ლიბანსა და სამხრეთ ლიბანში ათობით ადგილს დაარტყეს, რომლებიც “ჰეზბოლას” დამფინანსებელ ორგანიზაციასთან არიან დაკავშირებული. მათივე განმარტებით, საჰაერო იერიშების უმეტესობის სამიზნე არალიცენზირებული ნაცრისფერი ბაზრის ბანკის ფილიალები იყო, რომელიც დაჯგუფების ფულადი სახსრების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლა“ ასოციაციის ფილიალებში ასობით მილიონ დოლარს ფლობს, მათ შორის თანხებს, რომლებიც […]

ალიანსში გაწევრიანებამდე უკრაინამ თავის ტერიტორიებზე სუვერენიტეტი უნდა აღადგინოს -ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

Editor Dali
0
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერი კონოლი მიიჩნევს, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესახებ საუბარი კიევის მიერ საკუთარ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ უნდა დაიწყოს. ამ თემაზე მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, უკრაინა ნატოში გაწევრიანების შესახებ მიწვევას ახლავე არ იღებს, იმიტომ რომ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს. „ვფიქრობ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ, უნდა აღვადგინოთ უკრაინის სუვერენიტეტი მის […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Admin Tamuna
0
21 ოქტომბერს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით […]

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი შე­იძ­ლე­ბა და­გე­ბა­დოთ სა­ინ­ტე­რე­სო იდეა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ასე­ვე არ უნდა და­ი­ვი­წყოთ თქვე­ნი უშუ­ა­ლო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბი. კურო   თქვენს კონ­კუ­რენ­ტებს სურთ ჩა­ე­რი­ონ თქვენს საქ­მე­ებ­ში და ჩა­შა­ლონ თქვე­ნი გეგ­მე­ბი. აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბა უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გაგ­რძნო­ბი­ნებ თავს და აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას. უც­ნო­ბე­ბის რჩე­ვე­ბი თუ მო­საზ­რე­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა და და­ფიქ­რდით. ტყუ­პი თუ ვინ­მეს­თან კონ­ფლიქ­ტი […]

,,ევროკავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს”-ევროკავშირის საელჩო

ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს, – ამგვარი პასუხი მიიღო „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოდან სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე. „თქვენს კითხვაზე გპასუხობთ, რომ ევროკავშირის დელეგაციას იმეორებს იმას, რაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში […]

,, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ხელისუფლების წყარო ქართველი ხალხია და არავინ სხვა” – კახა კალაძე

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიების რესურსი ნულია, მათი წარმომადგენლები ცდილობენ, პოზიცია ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებებით გაიმაგრონ. „ეს ადამიანები არიან გაკოტრებული […]

სი ძინპინმა იცის, რომ გიჟი ვარ – პუტინს ვუთხარი: თუ უკრაინაში შეიჭრები, მოსკოვის შუაგულში დაგარტყამ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ჩინეთი ვერ გაბედავს მის პროვოცირებას, რადგან პრეზიდენტმა სი ძინპინმა იცის, რომ ის “გიჟია”. ტრამპის მტკიცებით, არ მოუწევს სამხედრო ძალის გამოყენება ტაივანის ბლოკადის თავიდან ასაცილებლად. „პრეზიდენტი სი პატივს მცემს და მან იცის, რომ გიჟი ვარ”,- აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზეც […]

„ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვა

ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 30 რაკეტა გაუშვეს.- ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის არმიის ცნობით, რაკეტების ნაწილი შეაჩერეს, ზოგიერთი კი სხვადასხვა ტერიტორიაზე დაეცა და ხანძარი გამოიწვია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების ინფორმაციით, მათი სამიზნე ქალაქ საფედის აღმოსავლეთით, ისრაელის სამხედრო ბაზა იყო.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 2 000 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლები, გარდა იმისა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ, პასუხობენ რეფერენდუმის შეკითხვას, მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტიციურ ცვლილებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდება. იმ […]

„ფარმსახლი“ და „მადაგონი“ თამარ კორძაიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ

სააფთიაქო ქსელი “ფარმსახლი” და სუპერმარკეტი “მადაგონი” პასუხობენ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” მიერ ამომრჩევლის მოსყიდვაში მათი მონაწილეობის შესახებ და ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ. როგორც “ფარმსახლი”, ისე “მადაგონი”, კორძაიას ბრალდებებს, თითქოს რუსთავში 50-ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ ადამიანებს, ვინც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციას სინამდვილესთან არანაირი კავშირი […]