ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, 500-მდე ადამიანი დასაქმდება -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. მისივე განცხადებით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს. „ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა სამუშაოებს. პირველ ეტაპზე დადგეგმილია ნავასდგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.  მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. „იან დე ნული” სწორედ  საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ჩვენ მოხარულები ამ კომპანიის ჩართულობით ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში. პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი წელიწადში. საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება,”- განაცხადა პრემიერმა.

რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

Admin Tamuna
0
23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. მოძრაობა აკრძალულია, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან […]

მთავრობის მოქმედების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია – პაველ ჰერჩინსკი

Admin Tamuna
0
ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის, ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით წინ მიიწევენ და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის კარი ქართველებმა უნდა გააღონ და ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. „როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი […]

სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში – გაიცანით თიბისის მხარდაჭერილი იდეა

Admin Tamuna
0
ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს. თანამედროვეობას შერწყმული, რეგიონისთვის დამახასიათებელი წინა საუკუნეების არქიტექტურა, გამორჩეულს ხდის მას. ერთი მხრივ, განსხვავებული და ამავე დროს ავთენტური გარემო, განსაკუთრებით ხიბლავს ვიზიტორებს. მართალია, სასტუმროს ისტორია ერთ წელს ითვლის. თუმცა, გაცილებით დიდი ისტორია […]

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

Admin Tamuna
0
სამართალდამცავებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოკვეთეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 2004 წელს დაბადებული ე.გ. და 2001 […]

გამოვლინდა, რომ რეგისტრირებული 102 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 37, ანუ ყოველი მესამე, პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან – გივი მიქანაძე

Admin Tamuna
0
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, GTTV  უცვლელად გთავაზობთ: “დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოშსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადება დღეს, შეჯამების სახით, გვსურს წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების” წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული. შეგახსენებთ, რომ 1 თვის უკან, 27 სექტემბერს იგივე […]

არჩევნების წინ, თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს – Frankfurter Rundshcau

Admin Tamuna
0
გერმანული გაზეთი „ფრანკფურტერ რუნდშაუ“ (Frankfurter Rundshcau) ეხმაურება თბილისში ქართული ოპოზიციის მიერ გამართულ პროევროპულ მიტინგს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „არჩევნების წინ თბილისში ათობით ათასი მოქალაქე პროტესტს აცხადებს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და მხარს უჭერს ევროპულ კურსს“ (ავტორი – კილიან ბეკი). პუბლიკაციაში გადმოცემულია საპროტესტო აქციის მიზანი და მიმდინარეობა – ქართული პოლიტიკური მოვლენა განხილულია მოლდოვას არჩევნებისა და რუსეთ-უკრაინის ომის […]

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი ამტკიცებს, ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია (6%). „ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ევროკავშირის […]

როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი, რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც „ფეისბუქზე“ „აკაკუნებს“, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს? – მაია ბითაძე 

Admin Tamuna
0
როდესაც ხარ წარმატებული, პატრიოტი, შენ საქმეში ძალიან მაგარი – რატომ ფიქრობს ვინმე, ვინც „ფაცეზე“ „აკაკუნებს“, რომ მისი შეეშინდება ასეთ ადამიანს, ან მინიმუმ ეწყინება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მაია ბითაძე, სოციალურ ქსელში წერს. ბითაძე ეხმიანება ოპოზიციის მიერ „ქართული ოცნების“ ახალ სარჩევნო კლიპში მონაწილე სხვადასხვა ცნობილი ადამიანის კრიტიკას. მისი თქმით, უკვე გასაგებია, რომ კამპანიაში მონაწილეებს […]

ისრაელი აცხადებს, რომ ბეირუთის საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერში „ჰეზბოლა“ მილიონობით დოლარს ინახავს

Admin Tamuna
0
ისრაელის მტკიცებით, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, საჰელის საავადმყოფოს ქვეშ მდებარე ბუნკერში „ჰეზბოლა“ ასობით მილიონ დოლარს და ოქროს ინახავს, თუმცა განაცხადა, რომ ის კომპლექსს არ დაარტყამდა. დაჰიეში მდებარე საავადმყოფოს ევაკუაცია მალევე განხორციელდა და მისმა დირექტორმა, ფადი ალამემ Reuters-ს განუცხადა, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ისრაელმა ლიბანის მთავრობას თანხის კონფისკაციასთან დაკავშირებით მიმართა და განაცხადა, რომ ის „ჰეზბოლამ“ ლიბანელ ხალხს […]

,,უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის და ქვეყნის მტერია, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ავკრძალოთ და მოვიშოროთ”-ბიძინა ივანიშვილი

უნდა აიკრძალოს ის ვინც, ხალხის მტერია და ქვეყნის მტერია, ამისი მაგალითები უამრავია მსოფლიოში, ოპოზიციური პარტიები, მხოლოდ დღეს 13 თუ 18-ია დაფიქსირებული. ამ ძალას აქვს რესურსი – „ქართული ოცნება“ არის გასაგები, გამჭვირვალე, პატრიოტული ძალა, თუ რაიმე პოზიტიურია და ვინმეს სურვილი აქვს მყისიერად ხდება „ქართული ოცნების“ წევრი, ვისაც ქვეყანა უყვარს და პატრიოტია, ამის მსგავსი ძალა მეორე გარეთ […]

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეს დღე მენეჯერებისა და ორგანიზატორებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ლიდერის თვისებები ყველა უსიამოვნების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ნებისყოფა მოიკრიბოთ და რთულ სიტუაციაში თავშეკავება შეინარჩუნოთ. ნუ ელით, რომ თქვენს ცხოვრებას სხვები შეცვლიან და თქვენს გასაკეთებელს სხვები გააკეთებენ. დროა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. კურო გირჩევთ, დილა ღიმილით და ენერგიულად დაიწყოთ – ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ არ იზარმაცებთ, […]