ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზაზე მიწის მასა ჩამოწვა – მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 97-ე კმ-ზე (სოფ. ბოძაური) უამინდობის შედეგად, ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის გარკვეულ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე ჩატარდა. შეზღუდული ხილვადობის გამო, დარჩენილ ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი კარ­გი დღეა თქვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­გორც სამ­სა­ხურ­ში, ასე­ვე ოჯახ­ში. თუ არ გსურთ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე ზრუნ­ვა, მა­შინ შეხ­ვდით მე­გობ­რებს და ისა­უბ­რეთ რა­ი­მე სა­სი­ა­მოვ­ნო­ზე. კურო   გა­ა­კე­თეთ ის, რაც და­გეგ­მეთ და მი­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი სა­მუ­შაო შე­სა­ნიშ­ნავ შე­დე­გამ­დე. ასე­თი მცი­რე გა­მარ­ჯვე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მო­გა­ნი­ჭებთ. მაგ­რამ თუ ვინ­მე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ დახ­მა­რე­ბას, ნუ იტყვით უარს. თუნ­დაც უცხო­ე­ბი იყ­ვნენ. ტყუ­პი ზო­გი­ერ­თის­თვის რო­მან­ტი­კულ სფე­რო­ში […]

წვიმა და თოვლი – როგორი ამინდი იქნება საქართველოში კვირას

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით უმეტესად წვიმიანი ამინდი იქნება. მესტიაში, სტეფანწმინდასა და გუდაურში მოსალოდნელია თოვლი.   20 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა – 22° – წვიმა სოხუმი 11° – წვიმა ზუგდიდი 9°  – წვიმა მესტია – 3° –  თოვლი ფოთი – 13° – წვიმა ბათუმი – 14° – წვიმა ოზურგეთი – 11° – წვიმა ქუთაისი – 9° – წვიმა ამბროლაური – 6° – წვიმა ახალციხე – 11° – მოღრუბლული  ბორჯომი – 6° – წვიმა  […]

აშშ-მა საქართველოში უნდა გაატაროს სტრატეგია, რომელიც პირობით ზეწოლას მოახდენს მთავრობაზე, ამავდროულად, მხარს დაუჭერს დემოკრატიულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას-ჰელსინკის კომისია

Editor Dali
0
ჰელსინკის კომისია ანგარიშს აქვეყნებს სათაურით „მზადება რუსეთისგან მომავალი გრძელვადიანი საფრთხეებისთვის“, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, ამჟამად თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს შორის. „საქართველოს მთავრობამ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, ბოლო პერიოდში უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია აიღო, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის უმეტესწილად პროდასავლურ განწყობებთან. ეს […]

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს. ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა. მშენებლობის ბიუჯეტი 77 347 872 ლარს შეადგენს. ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები უახლოეს პერიოდში გადაეცემათ. მთავრობის მეთაური […]

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა

Editor Dali
0
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 სამხედრო დაიბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მათ შორის არიან მარიუპოლისა და „აზოვსტალის“, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქების დამცველები. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯგუფს, რომელიც ტყვეების ძებნასა და დაბრუნებაზე მუშაობს. მისი განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანი გათავისუფლდეს. საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, ზოგ გათავისუფლებულს რუსეთის მიერ გრძელვადიანი […]

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

Editor Dali
0
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების […]

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერ­ძი შე­იძ­ლე­ბა იყოს კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თვის. იყა­ვით და­ჟი­ნე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი, აჩ­ვე­ნეთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი თქვე­ნი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. სა­სარ­გებ­ლოა თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის გა­ფარ­თო­ე­ბა და სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა. გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ემო­ცი­უ­რი სტრე­სი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით. კურო ნუ იტყვით უარს მოწ­ვე­ვებ­ზე, იყა­ვით კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი, და­ამ­ყა­რეთ კავ­ში­რე­ბი გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან. ისი­ნი და­გეხ­მა­რე­ბი­ან მი­აღ­წი­ოთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ თქვე­ნი გეგ­მე­ბი. მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი […]

პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა – რატი ბრეგაძე რადიკალურ ოპოზიციაზე

Admin Tamuna
0
პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა მათი და დღეს, ალბათ საფლავში ბრუნავს. მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული. ესეც ჩაივლის, მშვიდობაც იქნება და ერთიანი საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება“, – წერს სოციალურ ქსელში რადიკალურ ოპოზიციაზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. „1. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ოფიციალურად […]

“ნავთობი და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში”- რას წერს თურქული პრესა

Editor Dali
0
თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია TRT (Turkish Radio and Television Corporation) რუბრიკით „ენერგეტიკული დღის წესრიგი“, თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით: “ნავთობი და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში“ (ავტორი – მაჰმუთ გიურერი, TRT Haber-ის რედაქტორი), რომელშიც განხილულია ნავთობის როლი რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. ბუნებრივია, მასალაში თურქული პოზიციაა წარმოჩენილი. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას […]

ჩემს მშობლიურ სამტრედიაში, პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ წარმატებული ფეხბურთელები – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, მთელ გუნდს იმ მაგარი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებენ. დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სამტრედიაში გაკეთდა ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურა, სადაც ამ გულანთებულ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ მაგარი, წარმატებული ფეხბურთელები, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამტრედიაში საფეხბურთო ცენტრი გახსნაზე. ძალიან ემოციურია ჩემთვის დღევანდელი დღე. მინდა, […]

მე მინდა დავარწმუნო უკრაინელებიც და რუსებიც, რომ უკეთესია დღეს იფიქრონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე-ინტერვიუ ვიქტორ ორბანთან

Editor Dali
0
გერმანული გამოცემა „ფოკუსი“ (Focus) აქვეყნებს ინტერვიუს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან, რომელსაც ჟურნალისტი გაბორ შტაინგარტი ესაუბრება. უნგრელი ლიდერი პასუხობს კითხვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე,  ევროკომისიის თავმჯდომარესთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაპირისპირებაზე, რუსეთ-უკრაინის ომთან დამოკიდებულებაზე და სხვა თემებზე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: – თქვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ერთადერთი ბრძანდებით, რომელსაც გჯერათ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი […]