ბიძინა ივანიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: ამისი დედააზრი არის ის, რომ ადამიანმა არ უნდა იცოდეს ის ვინ არის და ეს არის დამონების უახლესი იარაღი – შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად ხარ იოლი

ეს არის დაპყრობის საუკეთესო და ყველაზე თანამედროვე იარაღი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ის, რომ ოპოზიცია ამას ესე მარტივად გვაყრის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონაო, უამრავი მაგალითია ვისაც დანახვა უნდა. ეს არის ძალიან სახიფათო. მე ამ საზოგადოების წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს, ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს არახალია, სოკრატეს დროიდან და უფრო ადრე იხსენებენ სანამ ადამიანი […]

,,უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, ვთხოვე შეხვედრა – ჩემგან პრობლემა აღარ არის და მზად ვარ შესახვედრად, არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას”- ბიძინა ივანიშვილი

ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მან „იმედთან“ ინტერვიუში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფრის […]

,,ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის” – ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი. ამან გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა“. ასევე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება. „ჩვენ […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ოქტომბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7207 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7207 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9509 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9457 ლარს შეადგენდა. […]

როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა – TechXplore

Editor Dali
0
თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და კომფორტული ციფრული გადაწყვეტები და ადგილზევე წარადგინეს მათი მუშა პროტოტიპები.  საიდანაც ჟიურიმ სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა: Bankify I ადგილი  Koggo 2.0 II ადგილი  Hack ‘n’ Slash III ადგილი    ჰაკათონის ჩატარების მიზანი ტექკომუნის […]

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თიბისისა და EBRD-სშორის 25 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

Editor Dali
0
თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად – განსაკუთრებული ფოკუსით მწვანე ინვესტიციების დაფინანსებაზე. EBRD-თან აღნიშნული თანამშრომლობა პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც წამყვანი საბანკო ჯგუფის, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესების მდგრად განვითარებას და ხელი შეუწყოს ქვეყნის […]

“ნაცმოძრაობას” თავის დროზე იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
„ნაცმოძრაობას” თავის დროზე იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ  რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. აქციის მონაწილეებისთვის ლაზერის მინათების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი პოზიცია გამოხატეს.  „ისინი, როგორც ჩანს, იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები. შეიძლება, პარტიის წევრებიც იყვნენ მათი ნაწილი, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც იგორ ნარმანია და სხვა „ნაციონალი” ახალგაზრდები იყვნენ გულწრფელი სამოქალაქო აქტივისტები, რატომ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს სამოქალაქო აქტივისტი. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ აქვთ სამოქალაქო პოზიცია და გამოხატეს ეს სამოქალაქო პოზიცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას” თავის დროზე იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ  რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურთ ხელისუფლებაში ამ რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. რაც შეეხება ლიბერალურ ფაშიზმს, რომლის მორიგი აქტი ვიხილეთ ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ, ეს რადიკალურად მიუღებელია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, თუ ვინმეს რამის უნდა რცხვენოდეს, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან „ნაცმოძრაობას”.

არადიპლომატიური განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა -პრემიერი

Editor Dali
0
ტექნიკური მთავრობა ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტის მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ. ეს არ არის, ბუნებრივია, ელჩის უფლებამოსილების სფერო და პრეროგატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკავშირის საელჩოს განცხადებას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა არადიპლომატიური განცხადება გააკეთა, რითაც უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის […]

არავის ვურჩევთ ხელოვნური ინტელექტით და დიფფეიკებით ხალხზე ზემოქმედების მცდელობას-მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
ბოლო კვირა დაიწყო არჩევნებამდე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან არ არსებობს არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც ე.წ. საარჩევნო ველზე მუშაობს, ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ მედიააქტივობით და მათი კამპანიის ძირითად შემადგენელს წარმოადგენს კონტენტის შექმნა ტელევიზიების, სოციალური ქსელებისთვის და ქვეყნის გარედან მათ დასახმარებლად გაკეთებული განცხადებების ტირაჟირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ […]

თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს

Admin Tamuna
0
თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას გაეცნენ, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. სტუმრებს ინფორმაცია […]

მაია სანდუ ლიდერობს, მაგრამ პირველ ტურში ვერ იმარჯვებს – BBC

Admin Tamuna
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) აქვეყნებს მოლდოვაში კვირას, 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინასწარ შედეგებს და კომენტარებს, სათაურით „მაია სანდუ ლიდერობს, მაგრამ პირველ ტურში ვერ იმარჯვებს“ (ავტორი – ილია ბალაბანოვი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება: ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ ხმების 38,2%-ს აგროვებს, ხოლო მისი […]

დადგა დრო, საქართველომ გადაწყვეტილება მიიღოს – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ – BBC

Admin Tamuna
0
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ბი-ბი-სი“-მ (BBC) გამოაქვეყნა  სტატია სათაურით „დადგა დრო საქართველომ გადაწყვეტილება მიიღოს – ევროპისაკენ თუ რუსეთისაკენ“ (ავტორები – ლორა გოცი და პოლ კირბი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ქართველებისათვის, რომლებიც შაბათს, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევენში მიიღებენ მონაწილეობას, ბევრი რამ არის დადებული სასწორზე. საქართველო თავისი 3,7 მილიონიანი მოსახლეობით, უკიდურესად პოლარიზებული გახდა – ოპოზიცია მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ […]