მე მგონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უზით „ფეისბუქის“ მართვის პულტთან და ადმინად. თამაში ხომ არ არის – საელჩოა! – მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოზე

მე მგონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უზით „ფეისბუქის“ მართვის პულტთან და „ფეისბუქის“ ადმინად, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს სოციალურ მიერ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“. „თამაში ხომ არ არის – საელჩოა! რა გამწარდა ასეთი ბაიდენის ადმინისტრაცია ამ მინავლებულ პროცესში, რომ ახლა უნდა დაგვარტყას განსაკუთრებულად. სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიჩერეს, რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ კიდევ კარგი, ხალხი ამას […]

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება

ვეხმიანებით სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ბულინგის კამპანიას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით მიმდინარეობს. ჩვენთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც ახლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება.   გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე და მოუწოდებენ დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს […]

საჯარო სამსახურში თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
საჯარო სამსახურში თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა – ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას ვაკვირდებოდით და რეაგირება ყველას მოქმედებაზე გვექნება! ეს რეაგირება კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად იქნება, მაგრამ რეაგირება იქნება, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ! – ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში განაცხადა, რადიკალურმა ოპოზიციამ „ნაცმეიდნის“ მოსაწყობად […]

სამი სუბიექტია – ჯანელიძე, ხიდაშელი და „გირჩი“ – მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი – შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს – პრემიერი

Admin Tamuna
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო დისკუსიის მსურველ სუბიექტებს კონკრეტულ ადგილსა და ფორმატს შესთავაზებენ. პრემიერის თქმით, აღნიშნულზე დეტალურ განცხადებას ცოტა ხანში გამოაქვეყნებენ, მანამდე კი კობახიძე ამბობს, რომ მთლიანობაში მეორე მხარეს 11-12 ადამიანი უნდა წარმოადგენდეს. „ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, სადაც შეგვიძლია მათ შევთავაზოთ კონკრეტული დრო და ფორმატი. ჩემი მიდგომა არის ასეთი – სამი სუბიექტია – […]

„ნაცმაიდანი“ ჩავარდა – ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მადლობა მათ ამისთვის – ირაკლი კობახიძე

Admin Tamuna
0
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, „აქციაზე ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპულად და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი“. „მინდა შევაჯამო ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ ხუთდღიანი ციკლი. მინდა შინაგან […]

რა ხდება საქართველოში და რატომ აწყობს ხალხი საპროტესტო აქციებს? – The Washington Post

Admin Tamuna
0
ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რა ხდება საქართველოში და რატომ აწყობს ხალხი საპროტესტო აქციებს?“ (ავტორი – კელი კასულის-ჩო), რომელშიც განხილულია თბილისში და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო მიტინგ-დემონსტრაციები, მათი მიზეზები და წინაპირობები. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ამ დღეებში საქართველოს დედაქალაქის თბილისის ისტორიული მთავარი ქუჩა – რუსთაველის გამზირი – ათასობით ადამიანით არის სავსე, […]

საქართველოში ჩეხეთის ელჩი ჩეხეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, მხარდაჭერას უცხადებს

Admin Tamuna
0
საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი თეა მაისურაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ჩეხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „ძვირფასო თეა, ნამდვილად ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას. თქვენ გაქვთ ჩემი პატივისცემა! დიდი სიამოვნება იყო თქვენთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა. მზად ვარ მხარი დაგიჭიროთ, სადაც არ უნდა იყოთ. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და საქართველოს!“- წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი […]

2 დეკემბერს გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია – ჯანდაცვის სამინისტრო

Admin Tamuna
0
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელია. მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. “არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, სამედიცინო დახმარება […]

იშვიათია ასეთი ნაძირალა პოლიტიკაში – გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილზე

Admin Tamuna
0
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს ეხმიანება, სადაც ის ქართველ სამართალდამცველებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიციელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ანალიტიკოსის თქმით, სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს. „ადამიანობადაკარგული სალომე ზურაბიშვილი გააფთრებით, თუმცა ფუჭად ებრძვის ჩვენს სამართალდამცველებს და მათ ნარკომოხმარებაში ადანაშაულებს, იშვიათია ასეთი ნაძირალა პოლიტიკაში. ერთ-ერთ დასავლურ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში იქედნე ზურაბიშვილმა […]

სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან – პრეზიდენტი

Admin Tamuna
0
ეს არის მთელი ქვეყნის აჯანყება, ასეთი მასშტაბური აჯანყება საქართველოს ყველა დიდსა თუ პატარა ქალაქში აქამდე არ მინახავს და არც მსმენია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის “რუსეთის დახმარებით და რუსული სისტემით ოსტატურად მოიპარეს“. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში ამჟამად რუსული […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 3-5 დეკემბერს

Admin Tamuna
0
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს: „3-5 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, […]

საკითხის ამგვარად დასმა, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე, არის სიცრუე – მაკა ბოჭორიშვილი

Admin Tamuna
0
საკითხის ამგვარად დასმა თითქოს ქართულმა მხარემ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე არის სიცრუე, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, განცხადების მიზანი, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან ამ თემაზე გაჟღერდა, არის ის, რომ არ დაზიანდეს ევროინტეგრაციის პროცესი. „ჩვენგან გაჟღერდა, რომ საქართველო დღის წესრიგში არ დააყენებს მოლაპარაკებების საკითხს 2028 წლამდე, თუმცა, ეს თავისთავად არ […]