მოუწოდე სამღვდელოებას, ჯვრებითა და ხატებით ხელში დადგნენ პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის, – მე-10 დღეა, რაც უფალს ვცდით-სიმონ მასხარაშვილი პატრიარქს მიმართავს

Editor Dali
0
ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართავს: “უწმიდესო და უნეტარესო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო შენი უცოდვილესი შვილი სიმონ მასხარაშვილი ქედმოხრილი მოგმართავ მამას : მოუწოდე სამღვდელოებას, რომ ჯვრებითა და ხატებით ხელში დადგნენ პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის, რათა აღარ მოხდეს მათ შორის შეტაკება! მე-10 დღეა, რაც უფალს ვცდით. […]

საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურებაზე განხილვა მიმდინარეობს-ევროკომისიის ანგარიში

Editor Dali
0
ევროკომისია „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებას მოიცავს. ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციაა შეიცავს. „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს […]

პასუხს აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით -გიორგი ვაშაძე

Editor Dali
0
რომელიმე იმ პოლიციელს გგონიათ, რომ რამე დაგიცავთ? ყველანი პასუხის აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით, ყველანი პასუხს აგებთ ამ სისასტიკეზე. არცერთი ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება – რაც არ უნდა იკრიჭოს კობახიძემ ხალხი არ გაჩერდება,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ვაშაძე ასევე საერთაშორისო […]

საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა – ჯო უილსონი

Editor Dali
0
საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა – ჯო უილსონი საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა, ეს ომის დამნაშავე პუტინმა გააკეთა – ამის შესახებ  რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა “ამერიკის ხმას“ განუცხადა. „ძალზე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ საქართველოში არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. ამის სრული აღქმა უნდა არსებობდეს, ევროკავშირი და სხვებიც ამ დასკვნამდე უნდა […]

“კრიზისის განმუხტვის გასაღები ჯერ კიდევ თქვენს ხელშია-ნუ დავუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას და ნუ გავახარებთ  მტრებს!”-ამირან გამყრელიძე

Editor Dali
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.   “მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში   გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს!   როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი,  სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და მონაწილე, მათ შორის კრიზისული სიტუაციების,    ვაკვირდები  მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მთელს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობს ასი ათასობით მოქალაქე, რომლის […]

“ევროკავშირი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შეამსუბუქოს სანქციები “გაზპრომბანკის” წინააღმდეგ-“ბლუმბერგი”

Editor Dali
0
ევროკავშირი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შეამსუბუქოს სანქციები „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, „გაზპრომბანკი“ მთავარ როლს ასრულებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად. გამოცემის ცნობით, ევროკავშირი და აშშ განიხილავენ შემარბილებელი ღონისძიებების სახეობასა და მოცულობას მას შემდეგ, რაც ევროპის ზოგიერთმა სახელმწიფომ და კომპანიამ განაცხადეს, რომ „გაზპრომბანკის“ […]

 ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება -სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები გრძელდება. პრეზიდენტი დღეს განვითარებულ პროცესებს ტერორად და რეპრესიებად აფასებს. „თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკი ტერორით და რეპრესიებით ხვდებიან. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები – გრძელდება”, […]

მეტროსადგურებში საპოლიციო ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებულია 2 პირი – შსს

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე.   როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება კანონის შესაბამისად ჩაატარეს.   შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ […]

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Admin Tamuna
0
ვერ­ძი თუ გარ­შე­მო მყო­ფი­დან ვინ­მე დახ­მა­რე­ბას გთხოვთ, უარი არ უთხრათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, უმაღ­ლე­სი ძა­ლე­ბი გა­მოც­დი­ან თქვენს თა­ნაგ­რძნო­ბის უნარს – თქვე­ნი სიმ­პა­თია და­ჯილ­დოვ­დე­ბა, ხოლო გულ­გრი­ლო­ბა და­ის­ჯე­ბა. კურო მა­ში­ნაც კი, როცა უკი­დუ­რე­სად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხართ, თავი შე­ი­კა­ვეთ ვინ­მეს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის­გან – გახ­სოვ­დეთ, ეს სა­ბო­ლო­ოდ თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ იმოქ­მე­დებს. ასე რომ, ნუ შე­უქ­მნით სა­კუ­თარ თავს პრობ­ლე­მებს. ტყუ­პი გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს […]

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

Admin Tamuna
0
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ “დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნია, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა”. ხუსკივაძის თქმით, მან გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით იხელმძღვანელა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის […]

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

Admin Tamuna
0
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორტიარდ მარიოტთან“ დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს […]

ქვეყნის გარედან დაფინანსებული და მართული „მაედანი” – რევოლუცია, რომელსაც ადგილობრივი აგენტურის შესრულებით ცდილობდნენ, ჩავარდა! – დიმიტრი ხუნდაძე

Admin Tamuna
0
ცალ ფეხზე დგომა არ ვარგა და ამ დაკვეთის შესრულებას არც ვაპირებთ! შეეგუეთ წესრიგს! – წერს სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. მისივე თქმით, ქვეყნის გარედან დაფინანსებული რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომელსაც ადგილობრივი აგენტურის შესრულებით ცდილობდნენ ჩავარდა! „ქვეყნის გარედან დაფინანსებული და მართული “მაედანი” – რევოლუცია რომელსაც ადგილობრივი აგენტურის შესრულებით ცდილობდნენ, ჩავარდა! კარგია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორ […]