“გადაჭარბებულადაა წარმოდგენილი, თითქოს ეს სრულიად სახალხო პროტესტია, რეალურად ეს არის “ფერადი რევოლუციის” მცდელობა”- გოჩა გიგაშვილი

Editor Dali
0
“სალომე ზურაბიშვილისთვის საარჩევნოდ შეწირული თანხის უკან დაბრუნებას,  დიდი ხანია ვითხოვ.   ორჯერ მივმართე წერილობით: ვუთითებ, რომ თანხა, რომელიც საარჩევნო კამპანიისთვის გადავირიცხე, უკან გადმომირიცხოს და გადავრიცხო ბავშვთა ფონდში“-აცხადებს „ჯორჯიან თაიმსთან საუბარში გოჩა გიგაშვილი. რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი სამოქალაქო აქტივისტია. რატომ ითხოვს საარჩევნო კამპანიისთვის შეწირული თანხის უკან დაბრუნებას, როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?  „ჯორჯიან თაიმსი“ გოჩა გიგაშვილს […]

ეუთო-ს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში, 6 დეკემბერს, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

Admin Tamuna
0
ეუთო-ს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში, 6 დეკემბერს, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით), საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „განცხადების ფარგლებში მეგობართა ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე ერთგულება საქართველოს […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „მთავრობაში“ აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან დაფინანსება თითქმის მთლიანად შეჩერდა

Admin Tamuna
0
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლებმა თათბირზე, რომელიც ენერგეტიკის სფეროში პრობლემებს ეხებოდა, რუსეთის მხრიდან დაფინანსების თითქმის მთლიანად შეჩერების შესახებ განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. როგორც ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა“, ბადრა გუნბამ განაცხადა, არსებობს რეალური საფრთხე, რომ „საჯარო სექტორში“ დასაქმებულები ხელფასს ვერ მიიღებენ. მისი თქმით, ისინი მაქსიმალურად გულახდილები უნდა იყვნენ მოქალაქეების მიმართ ამ საკითხთან დაკავშირებით. „ნოემბრიდან, […]

იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემ სახლში, დავტოვე საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ – დავით კეზერაშვილი

Admin Tamuna
0
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი განმარტავს, რომ მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მას ეკუთვნის და მასთან არანაირი შეხება არასოდეს ჰქონია დიმიტრი ჩიქოვანს. როგორც კეზერაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა, როგორც შსს-ს და სასამართლოს, რომელიც სხვა ქონებასთან ერთად არაერთხელ დაყადაღდა. დავით კეზერაშვილის თქმით, ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, […]

ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს, თითქოს პოლიციას მოვუწოდებ, მომიტინგეები ძვლებში გაადაამტვრიონ – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
ავრცელებენ გადამონტაჟებულ ვიდეოს სიცრუის პროპაგანდისტები, თითქოს პოლიციას მოვუწოდებ, მომიტინგეები ძვლებში გაადაამტვრიონ – ყველა ზღვარს გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, ასეთი „ფეიკებით“ არის გაჯერებული „ნაცური“ პროპაგანდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძემ სრული ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მისი თქმით, დამახინჯებულად არის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 7 დეკემბერს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7753 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0521 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9365 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9767 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0402 ლარი შეადგინა.

“ან მეტი იარაღი, ან არაფერი: კიტ კელოგი ვლადიმერ პუტინსაც ემუქრება და ვოლოდიმირ ზელენსკისაც”-El Mundo

Editor Dali
0
ესპანური გაზეთის „ელ მუნდოს“ (El Mundo) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ან მეტი იარაღი, ან არაფერი: კიტ კელოგი ვლადიმერ პუტინსაც ემუქრება და ვოლოდიმირ ზელენსკისაც“ (ავტორი – ალებრტო როხასი) განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთ-ერთი ვერსია, რომელიც დონალდ ტრამპის თანამოაზრემ, გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა შეიმუშავა და რომელიც თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეც წარმომადგენლად უნდა დაინიშნოს რუსეთ-უკრაინის საკითხებში. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: კიევის დიპლომატიურ წრეებში უკვე ორი კვირაა ხმები დადის, რომ დასავლეთი ქვეყნის […]

,,ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, ახლა ჩვენ უნდა ვიყოთ აგრესიულები”-ვანო ნადირაძე

ზუსტად ახლა სჭირდება ბოლო და მაქსიმალური შეტევები, რათა მათი დასასრული სისრულეში იქნას მოყვანილი, – ასე მიმართავს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე, რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეებს სოციალური ქსელის მეშვეობით. ნადირაძის მოსაზრებით, „შერბილებულ ქცევას” საპოლიციო ძალების მხრიდან, პროტესტის მონაწილეები არ უნდა აჰყვნენ და პირიქით, მეტი რადიკალიზმისკენ მოუწოდებს მათ. „როგორც ვატყობ, რუსეთისგან მათ ახალი რეკომენდაციები აქვთ. დარბევები შეაჩერონ და […]

,,მოდით გავარჩიოთ ბოლო დროს პოლიტიკურ მოდაში შემოსული აშშ-ს საელჩოს ე.წ „ქარდები”- ზაალ ანჯაფარიძე

„ჩვენი ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ…..“ 30 წლის მანძილზე აშშ-ს ქრონიკული შეცდომა საქართველოში ის გახლავთ, რომ „ქართველ ხალხად“ მიიჩნევთ ჩვენი საზოგადოების მხოლოდ თქვენთვის სასურველ ნაწილს და თქვენს საგრანტო კმაყოფაზე მყოფთ,- ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ს საელჩოს მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ „ქარდებს“. ანჯაფარიძის თქმით, აშშ-ს საელჩოს არ სურს გაიგოს, რომ მათი სასურველი ნაწილი მხოლოდ ქართველი ხალხის […]

“თურქეთის შავიზღვისპირა აღმოსავლეთ რეგიონიდან ექსპორტი გაიზარდა”-უცხოური პრესა

Editor Dali
0
თურქული სახელმწიფო ტელეკომპანია TRT (Turkish Radio and Television) ავრცელებს ინფორმაციას სათაურით: „თურქეთის შავიზღვისპირა აღმოსავლეთ რეგიონიდან ექსპორტი გაიზარდა“, რომელშიც საქართველოს მოსაზღვრე თურქეთის რეგიონიდან (რომელიც 1921 წლამდე საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის შემადგენლობაში შედიოდა) უცხოეთში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გატანის მაჩვენებლებია გადმოცემული. გთავაზობთ პუბლიკაციას: საექსპორტო შემოსავალმა ტრაპიზონიდან, რიზედან, ართვინიდან და გუმუშჰანედან მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 1 მილიარდ 554 მილიონ 612 ათას 362 დოლარს მიაღწია. როგორც აღმოსავლეთ შავი […]

“დასავლეთის სახელმწიფოებმა ეუთო-ს შეხვედრაზე უკრაინის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკეს”-Reuters

Editor Dali
0
ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა მასალა სათაურით „დასავლეთის სახელმწიფოებმა ეუთო-ს შეხვედრაზე უკრაინის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკეს“ (ავტორი – ქრისტოფერ შიკლუნა). გთავაზობთ პუბლიკაციას მალტაში ეუთოს  შეხვედრა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრთა ყოველწლიური თავშეყრას წარმოადგენდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ბრიტანელ კოლეგასთან ერთად, რუსი საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინაში წარმოებული ომის გამო გააკრიტიკა. შეხვედრა უმეტეს წილად უკრაინის თემებს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს საგარეო გასვლა, უკრაინაში […]

“ნიდერლანდებს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს”-Reuters

Editor Dali
0
ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა მასალა სათაურით: „ნიდერლანდებს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს“ (ავტორი – ქრისტოფერ შიკლუნა), რომელშიც გადმოცემულია მალტაზე, ვალეტაში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელთა სამიტზე მყოფი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპის თვალსაზრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: ნიდერლანდები ევროკავშირს თხოვნით მიმართავს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დროებით შეჩერდეს, – განაცხადა ხუთშაბათს, 5 დეკემბერს ნიდერლანდების საგარეო […]