ტემპერატურა +20 გრადუსამდე მოიმატებს

 10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსამდე მოიმატებს. […]

სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს – ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, კრიზისი არ ელოდება არაფერს, არჩევნები მორჩა

Editor Dali
0
სხვა ქვეყნებში რა ხდება, როცა მძიმე კრიზისია, შეურიგებლობა? საჭიროა ერთადერთი დემოკრატიული, მშვიდობიანი, პოლიტიკური გზა. ნებისმიერ ქვეყანაში ყველა მაგალითი, რაც არსებობს, ეს არის არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. „დიდი იმედი მაქვს, ვინც იღებს ყველა გადაწყვეტილებას და პარტიაზე აქვს ყველაზე დიდი გავლენა, […]

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ეცადეთ ეს დღე ან მისი ნაწილი მაინც სახლს მიუძღვნათ. დაიწყეთ საახალწლო დღესასწაულისთვის მზადება: ახალი ფარდები შეიძინეთ ან ძველი გარეცხეთ, ზედმეტი ნივთები გააჩუქეთ ან გადაყარეთ და ოთახები საგულდაგულოდ დაასუფთავეთ. თუ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა გსურთ, სხვების აზრის მოსმენა და კომპრომისის პოვნა მოგიწევთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიხარულს და კმაყოფილებას მოგანიჭებთ. კურო მცირე პრობლემებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ […]

“შეხედეთ, ჯო ბაიდენს, როგორც ჩანს, აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებთან სამიტის დროს ჩაეძინა”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „შეხედეთ, ჯო ბაიდენს, როგორც ჩანს, აფრიკის ქვეყნების პრეზიდენტებთან სამიტის დროს ჩაეძინა“ (ავტორი – ტონი დაივერი). გთავაზობთ პუბლიკაციას: ჯო ბაიდენმა, როგორც ჩანს, გუშინ, ანგოლაში ვიზიტის დროს, აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე, ჩაიძინა – მას თვალები ერთ წუთზე მეტ ხანს დახურული ჰქონდა. აშშ-ის 82 წლის პრეზიდენტი დაღლილად გამოიყურებოდა და ანგოლაში გამართული სამიტის დროს, მასპინძელი ქვეყნისა […]

“უკრაინის კონფლიქტი, ყარაბაღი, საქართველო: ძალთა ცვალებადი ბალანსი კავკასიაში”-უცხოური პრესა

Editor Dali
0
უკანასკნელ ხანს კავკასიაში ძალთა ბალანსი შეიცვალა, რასაც ხელი შეუწყო ჯერ მთიანი ყარაბაღის, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩენილმა კავშირებმა თავიანთი მნიშვნელობა უკვე დაკარგეს, რეგიონის სახელმწიფოებმა უფრო მეტი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობას და საგარე პოლიტიკურ მრავალ ვექტორიანობას მიაქციეს, – ნათქვამია თურქული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს „ანადოლუს“ (Anadolu Ajansı) მიერ გავრცელებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის კონფლიქტი, ყარაბაღი, საქართველო: ძალთა ცვალებადი ბალანსი კავკასიაში“ (ავტორი – ილიას ქემალოღლუ, […]

 საკონსტიტუციო სასამართლოს მესამე მოსამართლე დამონდა, რა ვქნა -სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სჯეროდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამივე მოსამართლე, რომელმაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამჯერად მხარს დაუჭერდა არჩევნებთან დაკავშირებით სარჩელის წარმოებაში მიღებას. მისივე თქმით, ასევე იმედი ჰქონდა დამატებით სამი მოსამართლის მხარდაჭერის, რაც საჭირო იყო სარჩელის წარმოებაში მისაღებად. „დემოკრატია ნიშნავს, რომ შენ მაინც უნდა მიმართო ყველა სამართლებრივ საშუალებას, რაც არსებობს ქვეყანაში. […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 დეკემბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0194 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9767 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9894 ლარს შეადგენდა. […]

ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები  და როგორც კი  შევედით პარტიულ ოფისებში და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები  და როგორც კი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში, და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  როცა არ იყო ძალადობა  ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. „გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩავარდნილი “ნაცმაიდანის” უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები. ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები  და როგორც კი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში, და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ ძალადობრივ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – განაცხადა პრემიერმა.

გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის – გიორგი ვაშაძე

Admin Tamuna
0
გუშინდელი მშვიდობიანი აქცია ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” სერიოზულ შიდა კრიზისს განიცდის – მათმა შიდა დაპირისპირებებმა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დეზორგანიზაციამ და მოძალადეების იდენტიფიცირებამ შეასუსტა ძალადობა,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, თვითგამოცხადებული ხელისუფლების ჩამოშლის პროცესი დაწყებულია. „გუშინდელი აქცია იყო სრულიად მშვიდობიანი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქციის მონაწილეები დგანან […]

ბოლო 20 თვის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია – ნათია თურნავა

Admin Tamuna
0
ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ქვეყნისთვის ინფლაციის ოპტიმალური დონეა, განვითარების ამ ეტაპზე, 3 პროცენტს შეადგენს, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას. მისი თქმით, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც მოიაზრებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ […]

გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელსა და მონაწილეზე პასუხისმგებელი – ნინო წილოსანი

Admin Tamuna
0
გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი – როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების “საბრძოლო” მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა,- წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. წილოსანი პატივისცემას გამოხატავს სამართალდამცავების მიმართ და აცხადებს, რომ სწორედ ისინი იცავდნენ 2008 წელს ქვეყანას, ხოლო ოპოზიცია კი გარბოდა ქვეყნიდან. „პოლიციელი გმირია! […]

„ნაცტელევიზიებმა“ საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია, არადა, რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
„ნაცტელევიზიებმა“ საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია – არადა, რამდენი „ფეიკი“ აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო. რეალურად თვითონ დადეს საჯაროდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს. სიის გასაჯაროების ავტორებს მდინარაძე სამშობლოს მტრებს უწოდებს. „ჯერ არ ვიცი ნამდვილია თუ არა და რამდენად ზუსტია, მაგრამ “ნაცტელევიზიებმა” საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია. არადა რამდენი […]