კლოდ ჟურნე: „საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის“

Editor Dali
0
თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული. ფრანგული კომპანია „Echapevoo”-ს წარმომადგენელი კლოდ ჟურნე საქართველოს MICE ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და […]

მუდმივად განახლებადი მობაილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

Editor Dali
0
თიბისის მობაილბანკის განახლებები აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს დღეს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. დავიწყოთ იმით, რომ პასკოდის აღდგენის პროცესში, უკვე შესაძლებელია სელფის გადაღების ნაცვლად, გამოიყენო ვერიფიცირებული ელ-ფოსტა. მობაილბანკში მნიშვნელოვანი და კომფორტული სიახლეა მშობლებისთვის – კიდევ უფრო გამარტივდა თქვენი ბავშვისთვის რეგისტრაცია და ბარათის აღება, რომელიც უკვე ტელეფონის ნომრის გარეშეა […]

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი პლანეტა ვენერა თავგადასავლების საძიებლად გიხმობთ! ამ დღეს უცნობი ადგილების მონახულება და ახალი ადამიანების გაცნობა მოგინდებათ. როგორც ჩანს, ვარსკვლავებმა თქვენი სანუკვარი ოცნების ასრულება განიზრახეს! შანსი ხელიდან არ გაუშვათ. თანამოაზრეები გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. თუ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ გეპარებათ, ინიციატივას იჩენთ და პარტნიორებს იდეებს არ უმალავთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. თქვენი ინტუიცია საფრთხის ადრეული შეტყობინების უტყუარი სისტემაა […]

როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის

Editor Dali
0
გაზაფხული და ზაფხული წლის ყველაზე სასიამოვნო პერიოდად მიიჩნევა. მზიანი ამინდები კიდევ უფრო დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობილებაზე და სოციალური აქტივობებიც იზრდება. ამ სეზონზე იმატებს პიკნიკები, სეირნობა, მოგზაურობა და აქტიური სოციალური ცხოვრება. თუმცა, ბევრისთვის ეს პერიოდი არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ გარკვეულ დისკომფორტსაც უკავშირდება. ცემინება, ცხვირის გაჭედილობა, თვალების ქავილი და სუნთქვის გაძნელება, ეს სიმპტომები ხშირად სეზონური ალერგიის ნიშანია. […]

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო

Editor Dali
0
ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პარტნიორობით შეიქმნა – საქართველოში ახალი თაობის ტალანტებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჰაბი ქვეყანაში არსებულ საოლიმპიადო ეკოსისტემას აერთიანებს და ქმნის ერთიან პლატფორმას მომავალი ტექნოლოგიური ტალანტების აღმოსაჩენად და მხარდასაჭერად. ჰაბის ფარგლებში, ქართველი მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საერთაშორისო დონის ტექნოლოგიურ ოლიმპიადებში მონაწილეობა. მათ შორისაა 2026 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა […]

“ნეიტრალური საქართველო” – სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას

Editor Dali
0
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივის შესაბამისად წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია, სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას, – ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ნეიტრალურ საქართველოში“ აცხადებენ, უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უკიდურესად არარელევანტური სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი […]

მაკა ბოჭორიშვილი – ვერავინ დამაჯერებს, საქართველო ჩვენზე მეტად უყვართ, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა

Editor Dali
0
ამ ძალიან რთულ მოცემულობაში ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, ქვეყანა დაგვეცვა უბედურებისგან, ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, რაც არ იყო მარტივი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, არ შეიძლება, ჩვენი განცხადებებით და ნაბიჯებით ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც საკმარისად აქვს უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები, მეტი საფრთხე შევუქმნათ. მაკა ბოჭორიშვილი […]

“ჯეი დი ვენსის ცუდი კვირა: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ვიცე-პრეზიდენტს დაბრალდეს”-The Guadian

Editor Dali
0
„ჯეი დი ვენსის ცუდი კვირა: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ვიცე-პრეზიდენტს დაბრალდეს“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guadian) პოლიტიკური მიმომხილველის ენდრიუ როთის სტატია, რომლის მიხედვით, ჯეიმს ვენსი შეიძლება „განტევების ვაცი“ აღმოჩნდეს. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ვიქტორ ორბანმა უნგრეთში არჩევნები წააგო, ხოლო ირანთან ომის შეწყვეტის მიზნით დაწყებული მოლაპარაკება […]

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!

Editor Dali
0
ჩაერთეთ PSP-ს K-Beauty გათამაშებაში და 1000 პრიზთან ერთად, მოიგეთ Beauty ტური სამხრეთ კორეაში. თუ გიყვარს კორეული კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები, PSP გაძლევთ შანსს თქვენი ყოველდღიური Beauty რუტინა დაუვიწყარ მოგზაურობად აქციოთ. გათამაშებაში ჩართვა ძალიან მარტივია. PSP-ს K-Beauty გათამაშებაში მონაწილეობისთვის საკმარისია იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე და ფლობდეთ PSP-ს ლოიალობის ბარათს (ჩემი ოჯახის ბარათი). PSP აფთიაქში ან […]

“ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა”-New Statesman

Editor Dali
0
ბრიტანულ ჟურნალში „ნიუ სთეითსმენში“ (New Statesman) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა“ (ავტორი – ფრედი ჰოვარდი). „ირანთან ომმა აშშ-ში ანტი ისრაელური განწყობები გააძლიერა. ორივე პარტიის – რესპუბლიკურისა და დემოკრატიულის – ამომრჩევლებში ისრაელის მიმართ ცუდი დამოკიდებულება იზრდება, რასაც ნეგატიური შედეგები ექნება ორივე ქვეყნისათვის, – ნათქვამია პუბლიკაციაში. […]

“რას ნიშნავს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიოში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობისათვის”-BBC

Editor Dali
0
„რას ნიშნავს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიოში მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობისათვის“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომელშიც უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების მნიშვნელობაა განხილული საერთაშორისო მასშტაბით. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: უნგრეთის საპარალამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის „ტისას“ გამარჯვება ზეუმრავლესობით (138 ადგილი 199-დან) ნიშნავს იმას, რომ […]

მეუფე შიო – მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა, გაძლიერება და ქართული ენის, ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა

Editor Dali
0
მკვდრეთით აღდგომილმან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინებოს საქართველოს დალოცვა, გამთლიანება, გადარჩენა და გაძლიერება და ქართული ენის და ქართველი ერის შენახვა და გადარჩენა ვიდრე მეორედ მოსვლის ჟამამდე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში განაცხადა. მეუფე შიომ ქადაგებისას მრევლს აღდგომის ბრწინყვალე დღესასწაული კიდევ ერთხელ […]