“სახე, რომელიც რუსეთს ჭირდება“: ვინ რას და როგორ ამბობს რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკების ირგვლივ ერ-რიადში”

Editor Dali
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სახე, რომელიც რუსეთს ჭირდება“: ვინ რას და როგორ ამბობს რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკების ირგვლივ ერ-რიადში“ (ავტორი – სარა რაინსფოლდი). გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა საუდის არაბეთში პირველი მოლაპარაკება გამართეს და ერ-რიადში შეხვედრის დროს უკრაინის ომი და მათ ურთიერთობაში არსებული სხვადასხვა პრობლემები განიხილეს. დელეგაციებს ორივე ქვეყნის მთავარი დიპლომატები – მარკო რუბიო (აშშ) და სერგეი ლავროვი (რუსეთი) […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 20 თებერვალს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8137 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8137 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8186 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9322 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9480 კურსი ლარს შეადგენდა. […]

თუ საქართველო მოახერხებს ომის თავიდან აცილებას, როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე ქვეყნის შიგნით შეინარჩუნებს მშვიდობას, საქართველოსთვის დიდგორის ტოლფასი გამარჯვება იქნება! -სიმონ მასხარაშვილი

Editor Dali
0
“დღეს დაჭაობებულ მსოფლიო პოლიტიკაში ვინც არ ჩაიძირება და ჩაიხრჩობა, სამომავლოდ მას დარჩება ბურთიც და მოედანი!” – ამის შესახებ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “სამი წელია, ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიტყვი: სანამ რუსეთ-უკრაინის ომი არ დამთავრდება და მსოფლიოში ელემენტარული წესრიგი არ დამყარდება, თუ საქართველო მოახერხებს ომის თავიდან აცილებას და , როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე ქვეყნის […]

 ნიკა გვარამია ამბობდა, რომ კვერცხების სროლა გამოხატვის თავისუფლება იყო, დღეს რა შეიცვალა? სამწუხაროდ, რაც დათესეს, ის მოიმკეს-მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
ნიკა გვარამია ამბობდა, რომ კვერცხების სროლა გამოხატვის თავისუფლება იყო, დღეს რა შეიცვალა? მე ასე არ ვიტყვი, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, პოლიტიკოსების თუ სხვა საჯარო პირების მიმართ ასეთ ცუდ დამოკიდებულებას სწორედ გვარამიამ აუნთო მწვანე. „სამწუხაროდ, რაც დათესეს, ის მოიმკეს. სიტყვა „სამწუხაროდ“ შემთხვევით არ მითქვამს. […]

გლობალურ პროცესებში საქართველომ საკუთარი ადგილი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ფონზე იპოვა-მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
გადარჩენის გასაღები არის ხარისხი იმ დამოუკიდებლობისა, რაც გვაქვს, ვემსახურებით სუვერენიტეტის გაძლიერებას, რათა ქვეყანა თავისთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მთავარი აქტორი იყოს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე დიდ გლობალურ პროცესებში საქართველომ საკუთარი ადგილი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ფონზე იპოვა. „კონკრეტული პროგნოზების გაკეთება უდიდესი შეცდომა იქნება და თქმა იმისა, რომ რაღაცას გადაინაწილებენ, როგორც ეს […]

“2024 წელს უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და დასაქმებულთა რაოდენობამ  ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია” -ვახტანგ ცინცაძე

Editor Dali
0
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2024 წელს დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის  ტენდენციებზე – 2024 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა, ასევე  რეკორდულად მაღალია დასაქმებულთა ოდენობა – 2024 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 68 000-თ გაიზარდა და მილიონ 402 ათასი შეადგინა.  „ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საქართველო, გლობალურად, ერთ-ერთი ლიდერია, 2024 […]

ჩვეულებრივი ამბავი გახდა სიცრუის დიდი გუდით რომელიმე ევროპულ ფორუმზე ჩასვლა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საუბარი, ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება -გიორგი ვოლსკი

Editor Dali
0
ჩვეულებრივი ამბავი გახდა სიცრუის დიდი გუდით რომელიმე ევროპულ ფორუმზე ჩასვლა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საუბარი, ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით. „ღალატი ჩვეულებრივ პროფესიად იქცა. ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როცა სიცრუის დიდ გუდას შეკრავ […]

თუ სამშენებლო-სარემონტო, ძველი ავეჯის, მწვანე ნარჩენების გატანა დაგჭირდებათ, „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სერვისით ისარგებლებთ – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით „თბილსერვის ჯგუფს“, რომელიც დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს, ახალი მომსახურება ემატება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი მომსახურებით, მოქალაქეებს სამშენებლო-სარემონტო, ძველი ავეჯის, მწვანე ნარჩენების და სხვა სახის ნარჩენების გატანა შევძლებთ როგორც ცხელ ხაზზე დაკავშირებით, ისე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. მისი თქმით აღნიშნული მომსახურებას არანაირი კომერციული და […]

რუსთაველის გამზირი რადიკალურად შეიცვლება – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
მიმდინარე წელს არაერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მათ შორის, სრულად განახლდება რუსთაველის გამზირი“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ყველა მსხვილი პროექტის განხორციელებისას, პირველ რიგში, სრულად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა. „როგორც იცით, ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში, ხშირია საფარის დაზიანების, გზის ჩავარდნის […]

ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასასრული, ანუ პუტინმა გაიმარჯვა? – Deutsche Welle

Admin Tamuna
0
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ვლადიმერ პუტინის წინაშე შორსმიმავალი დათმობებისათვის. ევროპა შოკშია. აშშ-რუსეთის სამიტს საუდის არაბეთში (ერ-რიადში) მსოფლიოს გეოპოლიტიკური ბალანსის კარდინალურად შეცვლა შეუძლია“, – წერს კოლუმნისტი დირკ ემერიხი გერმანიის რადიო „დოიჩე ველეს“ („Deutsche Welle“)  მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასასრული, ანუ პუტინმა გაიმარჯვა?“. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხშირად ვფიქრობ 2023 […]

Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით გაიხსნა

Admin Tamuna
0
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამაზებაში ისეთივე ძალისხმევას ვდებთ, როგორსაც საკუთარი თავის მოვლაში.   უკვე ორი წელია, სწორედ ამაზე ზრუნავს Max Groom-ი — გრუმინგ სალონი, სადაც ოთხფეხა მეგობრებისთვის ყველა საჭირო სერვისი ერთადაა თავმოყრილი. სალონში არასტრესულ […]

უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება – ჩვენ იქ ჯარებს არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ – ტრამპი

Admin Tamuna
0
უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება შესანიშნავი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, რას ფიქრობს ევროპული ქვეყნების მიერ სამშვიდობო მისიის ფარგლებში უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ეს შესანიშნავი იქნება“. „მე ამას მხარს ვუჭერ. თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება. […]