ბევრი გზააბნეულია შემოჩვეული საქართველოს უცხოეთიდან, დარწმუნებული ვარ, ტერიე ჰელანდი ხელფასზე ზის და დავალებაა ქართველი ხალხის ლანძღვა -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ძალიან ბევრი გზააბნეული ადამიანი არის შემოჩვეული საქართველოს უცხოეთიდან და თავის სერვისებს სთავაზობს სხვადასხვა დამკვეთს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივად ზის ხელფასზე და მისი დავალებაა რაღაც გრძელ-გრძელი ასეთი ტექსტების წერა, ქართველი ხალხის ლანძღვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველის, ტერიე ჰელანდის განცხადებაზე, სადაც […]

სამშობლოს ღალატს უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და არა რაღაც ტექნიკური დასახელებები, არ უნდა იყოს უბრალოდ ჩაშლილი სხვადასხვა დანაშაულის შემადგენლობაში-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
სამშობლოს ღალატს უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და არა რაღაც ტექნიკური დასახელებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სიმძიმის შემცირება და ტექნიკური დანაშაულის დონემდე დაყვანა. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული, სანქცირება დანაშაულისა, არის არა მხოლოდ რაღაც წლებში, ჯარიმაში, თუ სხვა […]

მორალის კითხვის ნაცვლად, ევროკავშირის ელჩმა გაასაჯაროოს თითოეული ცენტი, ეს განსაკუთრებით ეხება „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, რომლის ფულიც რადიკალიზმის გაღვივებაში იხარჯება- შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ნაცვლად იმისა, ევროკავშირის ელჩმა მორალი უკითხოს ქართველ ხალხს, გაასაჯაროოს თითოეული ცენტი, ეს განსაკუთრებით ეხება „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, რომლის ფულიც რადიკალიზმის გაღვივებაში იხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპაუშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. პაპუაშვილის განცხადებით, „ეს არის გარედან თავს მოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც […]

ყველა ადამიანმა, ვინც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა, პასუხი უნდა აგოს – კახა კალაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე

Admin Tamuna
0
სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს. ყველამ პასუხი უნდა აგოს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას ეხება. „სამწუხაროდ, ბოლო წლების, თვეების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული დაჯგუფებები და ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს, უცხო ქვეყნის ინტერესებს. ისინი […]

სამარცხვინოა პაველ ჰერჩინსკის განცხადებები – რასაც ეუბნებიან, რომ თეთრზე უნდა თქვას რომ შავია, გამოდის და თუთიყუშივით იმეორებს ყველაფერს – კახა კალაძე

Admin Tamuna
0
სამარცხვინოა პაველ ჰერჩინსკის განცხადებები – რასაც ეუბნებიან, რომ თეთრზე უნდა თქვას რომ შავია, გამოდის და თუთიყუშივით იმეორებს ყველაფერს,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს საქართველოში არსებულ მედია გარემოსა და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აშკარად ჩანს, რომ პაველ ჰერჩინსკი გარედან იღებს დავალებებს. […]

წუმპედან ამოიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ – არ ვეუბნებოდით, რომ გადაადგილება გაუჭირდებოდა? – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის შესახებ ინფორმაციაზე

Admin Tamuna
0
რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს, ვერ გავიგე – არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა ჰგონია ახლა?! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გამაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს. მისი თქმით, „ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების […]

2008 წლის ომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა გააქრო სამშობლოს ღალატის მუხლი – დავით მათიკაშვილი

Admin Tamuna
0
2008 წლის ომის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა, სისხლის სამართლის კოდექსიდან გააქრო სამშობლოს ღალატის მუხლი – ეს დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად გასაგებია, რადგანაც ეს რეჟიმი, პირდაპირი მნიშვნელობით, აპირებდა საკუთარი ქვეყნის ღალატს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, სადაც განისაზღვრება თუ […]

როგორც კი უცხოური ჩარევა შეწყდება, ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას სამი ძირითადი პრინციპის გარშემო: მამული, ენა და სარწმუნოება – მიხეილ ყაველაშვილი

Admin Tamuna
0
ჩვენი ოპონენტები გვესაუბრებიან ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ მათ მიაღწიეს იმ წერტილს, როდესაც 8 ან 9 წლის ბავშვს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სქესის შეცვლის შესახებ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ მედიასაშუალებასთან – Radio Courtoisie-სთან საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს შთააგონოს ქრისტიანული ოჯახები ევროპაში, რომლებიც თქვენს მსგავსად იცავენ ოჯახსა და ტრადიციებს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პარტიებზე მაღლა დგას […]

მიზანი 100%-ით შესრულდა – ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

Admin Tamuna
0
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, ქართველებმა 2027 წელს გასამართი მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვეს. ბორჯღალოსნებმა A ჯგუფის სამივე შეხვედრა – შვეიცარიასთან, ნიდერლანდებთან და ესპანეთთან დიდი უპირატესობით, ბონუსებით მოიგეს და 15 ქულა დააგროვეს. ესპანეთთან გასვლით მატჩში, […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Admin Tamuna
0
18 თებერვალს ქუთაისში 11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 4 . ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა ფოთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. […]

ევროპა მზადაა, უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას – მარკ რუტე

Admin Tamuna
0
ევროპა მზადაა წინსვლისთვის და სურს წინსვლა, – ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში შეხვედრას, რომელიც გუშინ პარიზში გაიმართა. „მზადაა და სურვილი აქვს. ეს არის ჩემი შეხედულება პარიზში დღევანდელი შეხვედრიდან. ევროპა მზადაა წინსვლისთვის და სურს წინსვლა, უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას. მზად ვართ და გსურს კიდევ ბევრად მეტი ინვესტიცია ჩადოთ ჩვენს უსაფრთხოებაში. […]

,,უკრაინაში ომის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაში უკრაინა და ევროპა აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ”- აშშ-ის სენატორთა ჯგუფი

აშშ-ის სენატორთა ჯგუფი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაში უკრაინა და ევროპა აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ. ამის შესახებ სენატორებმა ჯინ შაჰინმა, თომ ტილისმა და მაიკლ ბენეტმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს. „კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი ორპარტიული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ჩვენ ვერ ვნახავთ ამ ომის ვერანაირ მოლაპარაკებულ დასასრულს, თუ არ იქნება უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, რომლებიც ხალხს დაამშვიდებს. ჩვენ ვნახეთ, რა […]