„ტვ პირველის“ ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ხელზე სისხლჩაქცევა აქვს – ადვოკატი

Admin Tamuna
0
„ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს. როგორც მან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ოქმში დააფიქსირა, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა. „ზაჰესის იზოლატორში მოვინახულეთ ლაშა ჯიოშვილი. ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა, რომ ის არ […]

რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა მიიტანა

Admin Tamuna
0
რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა დრონებით მასირებულად დაბომბა. ინფორმაციას ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს. მისი თქმით, დრონებით დაიბომბა ქალაქის მჭიდრო დასახლებული უბნები. ქალაქის ნაწილი დაბომბვის შემდეგ დენისა და გაზის გარეშე დარჩა. „სითბოს გარეშე დარჩა საავადმყოფოები, პოლიკლინიკები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. ადგილზე მუშაობს ოპერატიული შტაბი. სპეციალისტებთან ერთად ხდება ზარალის შეფასება“, – დაწერა ტრუხანოვმა.

  “აშშ აღარ არის ევროპის სანდო პარტნიორი, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი” – ტერე ჰელანდი

Editor Dali
-2
“ევროპული სამეზობლოს საბჭოს” მრჩეველი, ტერე ჰელანდი X-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი. პოლიტიკოსი წერს, რომ მიუნხენის კონფერენცია საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის ევროპის სანდო პარტნიორი. მისივე თქმით, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი, რომლიდანაც ისინი დაიწყებენ. “2025 წლის მიუნხენის კონფერენცია საგანგაშო სიგნალი […]

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი ამ დღემ შეიძლება მოგიტანოთ შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. მთავარია საკუთარ თავში ეჭვი არ შეგეპაროთ და იმოქმედოთ! დღის პირველ ნახევარში დისკუსიები და მოულოდნელი შეხვედრები გელით, რამაც შეიძლება მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. გირჩევთ მთელი დღე ოთახში არ იჯდეთ. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ ნათელი გონება შეინარჩუნოთ. რჩევა: ამ დღეს მნიშვნელოვანია სწრაფად და თავდაჯერებულად იმოქმედოთ. იდეალურ პირობებს ნუ […]

მანდატებს ვინარჩუნებ, რათა პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა – გიორგი გახარია

Editor Dali
0
პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, საპარლამენტო მანდატებს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იტოვებს.  ამის შესახებ მან “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი, დაფინანსების სახით, რომელიც მოქალაქეებმა არჩევნების გზით მის პარტიას მიანიჭეს და არ იყოს დამოკიდებული ფინანსურ ჯგუფებზე და ბანკირებზე. “ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს. ყველას შეუძლია თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის […]

ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა-დმიტრო კულება

Editor Dali
0
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა. „ტრამპმა პუტინის ოცნება აასრულა – მას [პუტინს] ყოველთვის სურდა პრობლემების პირდაპირი აშშ-თან გადაწყვეტა, ევროპელების ან სხვა მხარეების გარეშე. მისი აზრით, ეს ნიშნავს მოსკოვის თანასწორობისა და სიდიადის აღიარებას. თუმცა, ტრამპის მიზანი არა პუტინის, არამედ საკუთარი სიდიადეა, და სადაც საჭირო გახდება, ის პუტინზე ზეწოლასაც არ […]

ამერიკულ მხარეს ახლა უკეთ ესმის რუსეთის პოზიცია – სერგეი ლავროვი

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.   ლავროვის თქმით, რუსული მხარე დაეთანხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომ ქვეყნები უნდა ხელმძღვანელობდნენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებით.   „თუ ინტერესები არ ემთხვევა, აუცილებელია ურთიერთობების რეგულირება და სამხედრო ესკალაციის პროვოცირების თავიდან აცილება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. […]

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უდავოა – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჰეფ თაიფ ერდოღანი რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობას თურქეთში სთავაზობს. ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა.   სამშვიდობო პირობებთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის ჩამოყალიბებისას, ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი “უდავოა”.   როგორც ცნობილია, დღეს საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინელი ოფიციალური პირები არ […]

GAC-ის შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა – საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო – ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა

ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის დროს საქართველოსთვის ცარიელი სკამი იყო დარჩენილი. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.   “ზოგად საკითხთა საბჭოს (GAC) არაფორმალური შეხვედრის პირველ სესიაში ევროპულ საქმეთა მინისტრებმა და გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოსთვის სკამი ცარიელი იყო დარჩენილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეა „პირდაპირ საფრთხეს“ წარმოადგენს რუსეთისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგია დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზებაზე შეთანხმება, “უკრაინულ დარეგულირებაზე” პროცესი და თანამშრომლობის აღსადგენად პირობების შექმნა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.   ლავროვის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები “უკრაინული საკითხის დარეგულირებაზე” პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ, რისთვისაც აშშ და რუსეთი საკუთარ წარმომადგენლებს […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ელ-რიადში მხარეები მაღალი დონის გუნდების შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლებიც „უკრაინაში კონფლიქტის სწრაფად დასასრულებლად მუშაობას ძალიან მალე დაიწყებენ“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ლავროვი მაღალი დონის გუნდების ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ, რომლებიც იმუშავებენ “უკრაინაში კონფლიქტის ისე დასრულებაზე, რაც გამძლე, მდგრადი და ყველა მხარისთვის მისაღები იქნება”.   ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ტემი ბრიუსი ავრცელებს.   “პრეზიდენტ ტრამპს მკვლელობების დასრულება სურს; შეერთებულ შტატებს მშვიდობა სურს და მსოფლიოში […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 თებერვალს

Editor Dali
0
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8186 ლარი ეღირება, ევრო – 2.9480 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5492 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8170 ლარი ღირდა, ევრო – 2.9536 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5480 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 19 თებერვალს […]