ვოლოდიმირ ზელენსკიმ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა თეთრი სახლი – CNN

Admin Tamuna
0
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა თეთრი სახლი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გამართული კამათის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი. CNN-ის წყაროს ცნობით, გაუქმდა იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ტრამპისა და ზელენსკის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენციაც.

მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით – ტრამპი ზელენსკის

Admin Tamuna
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ის მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით. მადლობელი უნდა იყოთ“, – განუცხადა ტრამპმა ზელენსკის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე. „თქვენ ან დადებთ გარიგებას, ან ჩვენ გავდივართ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ნუ გვეტყვით, რას ვიგრძნობთ, რადგან თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ ეს გვიკარნახოთ. თქვენ ახლა არ ხართ […]

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა დაიწყო

Admin Tamuna
0
თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე მომუშავე ამერიკული მედია ავრცელებს. ტრამპთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა. „მნიშვნელოვანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი. ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე, პრეზიდენტ ტრამპთან ჩემს შეხვედრაზე, სამართლიანი […]

დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში აშშ-ს ელჩთან შეხვედრას იხსენებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრისას აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა, კელი დეგნანმა მას უთხრა, რომ ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც პირველ რიგში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. პარლამენტის თავმჯდომარის […]

მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ

Admin Tamuna
0
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობა პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის შესახებ. ილონ მასკის მიერ გაზიარებულ პოსტში ნათქვამია: შესანიშნავი ახალი კვლევა, რომელიც ლაიამან სტოუნმა გამოაქვეყნა, აჩვენებს, რომ შობადობის მხარდამჭერი წახალისება და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლება […]

გამაოგნებელია ამ პირების პოლიტიკური მიზნები და ინტერესები – ალექსანდრე წულაძე პეტერ ფიშერის განცხადებაზე

Admin Tamuna
0
ხაზგასმით მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, რომელიც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, თავად […]

საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და მსოფლიო თასის შეჯიბრიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო -კლაუს ვალდნერი

Editor Dali
0
გუდაურში, სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის  შეჯიბრის დირექტორის კლაუს ვალდნერის შეფასებით,  საქართველოში ტურნირი წარმატებით ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძალიან მაღალი დონის სასრიალო ტრასა აქვს და ტურნირიც ძალიან კარგად ორგანიზებული იყო. “ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით, რადგან გუდაურში ჩატარებული ტურნირით კმაყოფილი დავრჩი. ორგანიზატორების მიერ გაწეული დიდი სამუშაოს გარდა, ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ მსოფლიო თასის […]

“კრემლი და დასავლური სანქციები: რომელი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს”-Deutsche Welle

Editor Dali
0
გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ („Deutsche Welle“ – „გერმანული ტალღა“) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კრემლი და დასავლური სანქციები: რომელი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს“ (ავტორი – არტურ სელივანი). პუბლიკაციაში მოცემულია რუსეთის საგარეო ვაჭრობის მდგომარეობის ანალიზი, უკრაინასთან ომის დაწყების შემდგომ პერიოდში. გთავაზობთ სტატიას შემოკლებით: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე სამი წელი გავიდა. არაფერი ისე არ შეცვლილა მოსკოვისათვის, როგორც სავაჭრო ურთიერთობები […]

 2022 წლის 28 თებერვალს შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როცა უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს“, რაც პირველ რიგში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, მისი პოსტი დასავლეთთან საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეობას, მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, შეცდომებსა […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 მარტს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7904 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7904 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8172 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0268 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9031 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9510 კურსი ლარს შეადგენდა. […]

ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ-გიორგი ვოლსკი

Editor Dali
0
ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „შეამჩნიეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ახალი სცენარი „ქაჩავს“ იქით, რომ როგორმე „ნაცმოძრაობის“ მოჯადოებული წრიდან გავიდეს. უნდათ, რომ გაჰყვნენ. დღეს შეიძლება იჩხუბონ, ხვალ შეიძლება შერიგდნენ, ერთმანეთი შეამკონ ბილწი სიტყვებით და შემდეგ, […]

გერმანიის საელჩო – გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო, როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი, საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას აჩერებს

Editor Dali
0
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF), როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან ამ ეტაპზე თანამშრომლობას აჩერებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ, ამავდროულად, BMBF-ი ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, […]