ირაკლი კობახიძე – ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა

ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად,  ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.   პრემიერის თქმით, ევროპაში დიფ სთეითისთვის უფრო ადვილი იყო ფეხის მოკიდება, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აქედან გამომდინარეობს მათი არასერიოზული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით.   […]

აშშ-ში ტრამპის მოსვლიდან პირველ 50 დღეში 32 000-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს

საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა, 21 იანვრიდან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღიდან ამ დრომდე, 32 000-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ. ინფორმაციას abcnews-ი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს რიცხვები მოიცავს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ დაკავებულებს, კრიმინალი არალეგალების დაკავებებს და პარტნიორული პროგრამის სახელწოდებით 287g-ის ფარგლებში განხორციელებულ […]

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეს დღე ენერგიას და მოქმედების სურვილს მოგიტანთ, თუმცა, აჩქარებამ შეიძლება წარუმატებლობა გამოიწვიოს. შესაძლოა, მოსაწყენი სამუშაოს კეთება მოგიწიოთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ, ოპონენტის კრიტიკას ზედმეტად მკვეთრად და უხეშად არ უპასუხოთ. რჩევა: თავდაჯერებულად, მაგრამ გააზრებულად იმოქმედეთ, რომ ემოციებმა გეგმების შეცვლა არ გაიძულოთ. კურო თუ მოვლენების დაჩქარებას არ ეცდებით, ეს დღე მშვიდად და სტაბილურად […]

ირაკლი კობახიძე – მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუ „დიფ სთეითი“ დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, უკეთესად წავა ევროპის საქმეც, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც

მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის” დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის” დასუსტებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც დაიწყო, თუმცა „დიფ სთეითის” წარმომადგენლები, ამჯერად ევროპაში უხეშად […]

გურამ მაჭარაშვილი: თინა ბოკუჩავა რომ აცხადებს, სააკაშვილმა ტრამპის სადილისთვის გადაიხადა ეს ყველაფერიო, სად წერია ბრალდებაში ეგ ხარჯები? ეგ წარმომადგენლობითი ხარჯია, მაგრამ ბოკუჩავას საათი ან ტელეფონი – არა

„სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა, თან, მხოლოდ და მხოლოდ ერთ საქმეზე – გაფლანგვებზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეების ჯიბიდან იღებდა და იქიდან იხდიდა ფულს ბოტოქსებსა თუ მასაჟებში“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის […]

“უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები. პაპუაშვილის თქმით, ამერიკის იმჟამინდელი ელჩი პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მას არანაირი სხვა პასუხის მოსმენა არ სურდა. „უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. […]

ქართველი ჯორჯ ბესტი, რომელიც პსჟ-ს მხსნელად უნდა მოევლინოს – Daily Mail

Daily Mail-მა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. სხვებთან ერთად, ხვიჩას საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი დევიდ ვებიც ახასიათებს, აქვეა ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცის გარეთ საუთგეტის საინტერესო კომენტარიც. „2020 წლის წლის ზაფხულის ბოლოს ბრაიტონის საწვრთნელ ბაზაზე აურზაური სუფევდა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ კლუბის სტაფში, რომელსაც ახალი ფეხბურთელების მოძიება ევალებოდა, რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში იყვნენ…“. ბრაიტონის სკაუტების სტრუქტურა პირადად […]

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციაზე ხმაურია

ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაურია. ადგილზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები მივიდნენ. ისინი ითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი დაუთმოს. პარალელურად, მაუწყებლის ეთერში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი არის მიწვეული. სტუდენტები აცხადებენ, რომ არხის საშუალებით, შალუტაშვილი „ტყუილებს საუბრობს“, ამიტომ, ითხოვენ, სტუდენტების ერთი წარმომადგენელი ეთერში მიიწვიონ.  

“ნამდვილად არის თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტი? შეთქმულების თეორიამ ახალი სიცოცხლე შეიძინა”-უცხოური პრესა

Editor Dali
0
დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დიდი ხანია აცხადებდნენ, რომ ის „მოსკოვზე მუშაობს“, მაგრამ არავითარი მტკიცებულებები მათ არ ჰქონდათ. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ კი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული კამპანია კვლავ ენერგიულად გრძელდება, თანაც სრულიად ფანტასტიკური ელემენტებით“, – ნათქვამია დანიის სახელმწიფო რადიოსადგურის Danmarks Radio-ს მიერ ეთერში გადაცემულ სიუჟეტში სათაურით „ნამდვილად არის თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის აგენტი? შეთქმულების თეორიამ ახალი სიცოცხლე […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 მარტს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7775 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7775 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7894 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0119 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0297 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0396 კურსი ლარს შეადგენდა. […]

სიმბოლურია, რომ მზეთუნახავ სააკაშვილს ამ საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა-გურამ მაჭარაშვილი

Editor Dali
0
სიმბოლურია, რომ მზეთუნახავ სააკაშვილს ამ საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მაჭარაშვილი გამოეხმაურა სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ საააკაშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. „ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები მზეთუნახავ სააკაშვილზე საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცეს და დაადგინეს. საერთაშორისო სასამართლოში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები ბევრმა […]

რას წერს უცხოური პრესა საუდის არაბეთში გამართულ აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

Editor Dali
0
დასავლურმა პრესამ ჯიდაში (საუდის არაბეთში) გამართული აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ თავშეკავებულად შეაფასა, თუ არ ვიტყვით „ცივად და ფრთხილად“. ამერიკულ “ვაშინგტონ პოსტში” (The Washington Post) გამოქვეყნებული სტატიის („რადგან კიევი ცეცხლის შეწყვეტას ეთანხმება, აშშ დახმარებას განაახლებს“) ავტორები ჯონ ჰადსონი და რობინ დიქსონი, პირველ რიგში აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ მოლაპარაკების შემდეგ თეთრმა სახლმა შეწყვეტილი დახმარების განახლების გადაწყვეტილება მიიღო: „ტრამპის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ განაახლა სამხედრო დახმარება უკრაინისადმი […]