რა ეღირება დოლარი და ევრო 12 მარტს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7894 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7766 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0128 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0396 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0162 კურსი ლარს შეადგენდა. […]

“ტრამპი ევროპას დიდებას უბრუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ინტეგრაციას ცივი ომის დასრულებიდან ყველაზე დიდი ბიძგი მისცა”-Financial Times

Editor Dali
0
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 11 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია მოწინავე სტატია სათაურით „ტრამპი ევროპას დიდებას უბრუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ინტეგრაციას ცივი ომის დასრულებიდან ყველაზე დიდი ბიძგი მისცა“ (ავტორი – გიდეონ რეჩმენი, საერთაშორისო მიმომხილველი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: დონალდ ტრამპს არასოდეს არ მიუღია ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ იგი სერიოზული პრეტენდენტი უნდა გახდეს კარლოს დიდის პრემიის მისაღებად, რომელიც ყოველწლიურად ენიჭებათ ადამიანებს ევროპის ერთიანობაში […]

 დავაანონსეთ ორმილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას და, განსაკუთრებით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს სპორტის მიმართულებით. „სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი, განსაკუთრებით ბავშვებში, სპორტის მიმართ, სპორტში ჩართულობის მიმართ, რის გამოც ძალიან მოხარული […]

ვერ გეტყვით, ოპოზიცია საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირული არიან მარცხისთვის-კახა კალაძე

Editor Dali
0
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული და მათ არცერთ რაიონსა თუ ქალაქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. „ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირული არიან მარცხისთვის. მათ არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქში, როგორც მერების, ისე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი […]

თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბანკშია ხელმისაწვდომი

Editor Dali
0
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც გაეცნობით თქვენთვის ხელმისაწვდომ შემდეგ მომსახურებებს: ბიზნეს ლაუნჯების შეთავაზებაში გაეცნობით, როგორ უნდა ისარგებლოთ აეროპორტის ლაუნჯებით და რამდენ შესვლას ითვალისწინებს თქვენს ხელთ არსებული პრემიუმ ბარათები, როგორც თბილისის აეროპორტის კონცეპტ სივრცეში, ისე სხვა საერთაშორისო აეროპორტებში. Fast Track მომსახურება […]

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, 18 კი – დაშავდა -რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო 

Editor Dali
0
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, 18 კი – დაშავდა. ამის შესახებ რუსული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიევის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დომოდედოვოში, კომპანია „მირატორგის“ ავტოსადგომზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა დაცვის თანამშრომელი. დაზიანებულია ავტომობილები […]

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიაა მთელი ევროპისთვის

Editor Dali
0
საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის ენერგეტიკის […]

არანაირი საკომისიო – უმარტივესად გადაიხადეთ ამანათის ტრანსპორტირების თანხა თიბისის მობაილბანკიდან

Editor Dali
0
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზიდის საიტიდან ან მობაილბანკიდან იხდით. თუ გადამზიდის საიტზე ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა გიწევთ, თიბისი ამ პროცესს უმარტივეს საქმედ გიქცევთ. როგორია გადახდის პროცესი თიბისის მობაილბანკში: კომუნალურების გვერდიდან ირჩევთ ამანათებს და ფოსტას; მონიშნავთ სასურველ გადამზიდს; შეიყვანთ აბონენტის […]

უკრაინაში მიმდინარე ომი სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის- ემანუელ მაკრონი

Editor Dali
0
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის. ამის შესახებ მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის დროს განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში არის სერიოზული გამოწვევა ევროპისთვის და გამოყო მოლდოვა, რომელიც რუსული საფრთხის წინა ხაზზე იმყოფება და რომლის საჰაერო სივრცეც რეგულარულად ირღვევა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაგმო რუსეთის მხრიდან […]

ილონ მასკი აცხადებს, რომ X-ზე კიბერშეტევა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით განხორციელდა

Editor Dali
0
ილონ მასკი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელ X-ზე კიბერშეტევა უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით განხორციელდა. ამის შესახებ მასკმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა. „ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ მასიური კიბერთავდასხმა განხორციელდა X-ზე სისტემის მწყობრიდან გამოყვანის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილი IP მისამართებით“, – აღნიშნა მასკმა. სოციალური ქსელი „იქსი“ (X) გუშინ შეფერხებით მუშაობდა. დილის 06:00 საათზე პრობლემის […]

,,სამხედრო დახმარების განახლებამდე თეთრმა სახლმა ჯერ უნდა გაიგოს, რა დათმობებზეა მზად უკრაინა”-მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინისათვის დახმარების გაწევა შეიძლება განახლდეს, თუ საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების განახლებამდე თეთრმა სახლმა ჯერ უნდა გაიგოს, რა დათმობებზეა მზად უკრაინა. მან დასძინა, რომ კიევი მზად უნდა იყოს „გადადგას რთული ნაბიჯები, როგორც […]

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ნებისმიერი საქმე, დღეს, კმაყოფილებასთან ერთად სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს, ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდით. კურო დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც, სავარაუდოდ, ირგვლივ მყოფთა დაპირისპირების და გაუგებრობების მიზეზი გახდება. აკონტროლეთ ემოციები. ტყუპები შეგიძლიათ, დღეს ნამდვილად იამაყოთ საკუთარი თავით,  არ დაგჭირდებათ, მოძებნოთ რაიმე უნივერსალური გასაღები […]